Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ გკბენენ კოღოები მაინცდამაინც თქვენ? - ექიმის განმარტება

რატომ გკბენენ კოღოები მაინცდამაინც თქვენ? - ექიმის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის სიცხეში, ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა კოღოების გააქტიურებაა. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნისას, ეს მწერები განსაკუთრებით თქვენ გერჩიან, სხვებს კი თითქოს საერთოდ ვერც ამჩნევენ.


რატომ ხდება ზოგი ადამიანი კოღოების მთავარი სამიზნე?
ექიმი გიორგი ოდიშვილი იმ ძირითად ფაქტორებს განმარტავს, რომლებიც ზოგიერთ ჩვენგანს მწერებისთვის ნამდვილ „ნადირობის ობიექტად“ აქცევს.

„ზაფხული მოვიდა და კოღოებიც ნელ-ნელა თავის პირველ მსხვერპლს ეძებენ. თუ შენც უფრო მეტად მიმზიდველი ხარ კოღოებისთვის, ვიდრე შენი გარშემომყოფები, მაშინ უნდა იცოდე, რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად და რის მიხედვით ირჩევენ ისინი თავიანთ მსხვერპლს.

1.პირველი მიზეზი სისხლის ჯგუფია.
პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო მეტად და უფრო ხშირად კბენენ, ვიდრე სხვა ადამიანებს.

2.შედარებით მაღალ და ჭარბი წონის მქონე ადამიანებსაც უფრო ხშირად ირჩევენ კოღოები, რადგან ისინი საშუალოდ უფრო მეტ CO2-ს გამოყოფენ ამოსუნთქვისას. CO2-ს, ანუ ნახშირორჟანგს კი კოღოები იყენებენ როგორც სასიგნალო მოლეკულას, რათა მიაგნონ თავის მსხვერპლს.

3.შემდეგი ფაქტორია ჭარბი ოფლიანობა. ამ გზით ადამიანის კანზე გამოიყოფა, მაგალითად, რძემჟავა და შარდოვანა, რაც ასევე კოღოებისთვის ქიმიურად საუკეთესო სიგნალია, რომ მიაგნონ ადამიანს.

4.და ბოლოს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუქი ფერის ტანსაცმელი და პარფიუმი სტატისტიკურად უფრო მიმზიდველს გხდით კოღოსთვის.

ამ ფაქტორების კომბინაცია კი იწვევს საბოლოოდ იმას, რომ ზაფხული თქვენთვის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თქვენს გარშემომყოფთათვის,“ - განმარტავს ექიმი.

ავტორი: ზმნა

06/15/2026