ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხელის დაბუჟება ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ზოგჯერ ეს მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, ზოგჯერ კი უკვე ყოველდღიურ დისკომფორტად იქცევა. განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა დაბუჟებას თან ახლავს ხელის სისუსტე, თითებში უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი, რომელიც მაჯიდან, იდაყვიდან ან კისრიდან ვრცელდება.
როგორც მანუალური თერაპევტი მამუკა რაშოიანი განმარტავს, მსგავსი ჩივილები ხშირად ე.წ. ტუნელურ (გვირაბულ) სინდრომს უკავშირდება.

ეს მდგომარეობა ნერვის "მოჭყლეტის" შედეგად ვითარდება, რასაც კუნთების სპაზმი ან ტრიგერული წერტილები იწვევს. სპეციალისტის განმარტებით, სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ხდება პრობლემა.
თუ ნერვი მაჯის არეში ზეწოლას განიცდის, უმეტესად ცერა, საჩვენებელი და შუა თითები ბუჟდება.

თუ პრობლემა იდაყვის მიდამოშია, დაბუჟება ხშირად ნეკსა და არათითზე ვრცელდება.
ხოლო როცა მიზეზი კისრისა და მხრის მიდამოშია, ტკივილი და დისკომფორტი შეიძლება მთელ ხელზე გავრცელდეს.
მამუკა რაშოიანი ამბობს, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანი მხოლოდ სიმპტომის მოხსნა კი არა, გამომწვევი მიზეზის პოვნაა. დიაგნოსტიკისთვის პირველ ეტაპზე სასურველია ნევროლოგის კონსულტაცია, რათა მდგომარეობა სწორად შეფასდეს და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობაც დაინიშნოს.

"როგორ ვუშველოთ?
ნევროლოგის კონსულტაცია - დიაგნოსტიკა და წამლები; ოსტეოპათია / მასაჟი - ხსნის სპაზმს, ათავისუფლებს ნერვს და მკურნალობს მიზეზს;
ოპერაცია - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
ნუ დაელოდებით გართულებას! აბები მხოლოდ ტკივილს მალავს, ოსტეოპათია კი რეალურად კურნავს," - ამბობს მამუკა რაშოიანი.
წყარო: თერაპია 360
04/16/2026