Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ გვინდება ღამის 11 საათზე მაცივრის გამოღება?

რატომ გვინდება ღამის 11 საათზე მაცივრის გამოღება?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


საღამოს, როდესაც მთელი დღის დაღლილობა თავს იჩენს, უეცრად აუხსნელი შიმშილი გიპყრობთ და მაცივრის კართან აღმოჩნდებით ხოლმე?
უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს ნებისყოფის სისუსტეა და საკუთარ თავს საყვედურობს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. ნუტრიციოლოგები და კვების სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ორგანიზმმა ჯერ კიდევ დილის 9 საათზე მიიღო!

სპეციალისტების განმარტებით, ღამის შიმშილი ბიოლოგიური სიგნალია და არა ხასიათის სისუსტე. როდესაც დილით ან შუადღისას ორგანიზმს აუცილებელი ცილები და რთული ნახშირწყლები აკლია, საღამოს ის „გადარჩენის რეჟიმს“ რთავს და ენერგიის სწრაფად შევსებას შაქრითა და ცომეულით ითხოვს.

მაცივარი

როგორ შევცვალოთ ეს მავნე ჩვევა, როგორ დავამარცხოთ "ღამის შიმშილი“ სწორი საუზმით და რატომ არის დღის სწორად დაწყება ჯანსაღი წონის შენარჩუნების მთავარი გასაღები? კვების კონსულტანტი ნინო სოსელია განმარტავს.

ნინო სოსელია

„თუ ღამის 11 საათზე მაცივართან დგახარ, ეს ნებისყოფის ბრალი არ არის. შენმა სხეულმა ეს გადაწყვეტილება დილის 9 საათზე მიიღო.

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ღამით ჭამა ნებისყოფის სისუსტეა. სინამდვილეში კი, თუ დილით ან შუადღისას არ მიიღებ საკმარისი რაოდენობის ცილას და რთულ ნახშირწყალს, ორგანიზმი საღამოს რთავს გადარჩენის რეჟიმს და ის მოგთხოვს ყველაზე სწრაფ ენერგიას - შაქარს და ცომეულს.

ღამის შიმშილს ვერ დაამარცხებ მოთმინებით, მას დაამარცხებ მხოლოდ იმით, თუ სწორად დაიწყებ დღეს. საუზმეში ცილის წილი ძალიან მნიშვნელოვანია.

საუზმე

ცილოვანი კოქტეილი ის საუზმეა, რაც გვეხმარება, რომ ვიყოთ მთელი დღე დანაყრებულები, ენერგიულები და საერთოდ დაგვავიწყდეს საღამოს მაცივარი," - განმარტავს ნინო სოსელია.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/13/2026

დიეტაკვებამაცივარინებისყოფანინო სოსელია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024