Logo

ჯანმრთელობა

რატომ გვტკივა თავი, თუ ყავის დალევას ვაგვიანებთ? - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

რატომ გვტკივა თავი, თუ ყავის დალევას ვაგვიანებთ? - გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბევრი ჩვენგანისთვის, დილის ყავის გარეშე დაწყება, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ჩვევას ზოგჯერ მოულოდნელი გვერდითი ეფექტიც ახლავს.

ყავა

თუ ყავას რეგულარულად სვამთ და მისი გამოტოვებისას თავის ტკივილი გაწუხებთ, ეს შესაძლოა უბრალო დამთხვევა სულაც არ იყოს. ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ რეაგირებს ასე ორგანიზმი კოფეინის ნაკლებობაზე და რა ხდება ამ დროს ჩვენს სისხლძარღვებში?


„თუ თქვენ ხართ ყავის რეგულარული მომხმარებელი, მას საკმაოდ ხშირად სვამთ და პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, გეტყვით რა არის ამის მიზეზი.

ყავა

ზოგადად, ვინც ყავას ხშირად სვამს, მათში, ბუნებრივია, კოფეინის დოზა საკმაოდ მაღალია. კოფეინი არის ვაზოკონსტრუქტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სისხლძარღვებს ავიწროებს. მათ შორის ავიწროებს თავის ტვინის სისხლძარღვებსაც. თავის ტვინი, ბუნებრივია, იღებს უფრო ნაკლები მოცულობით სისხლს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, სხეული ამასთან ადაპტირდება.

როცა თქვენ ხართ ამ კოფეინზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თავის ტვინის სისხლძარღვები რჩება შევიწროებული. როგორც კი თქვენ ყავას აღარ დალევთ, რაღაც მიზეზის გამო ვერ მოახერხებთ ყავის დალევას, გავა თუ არა 12 საათი, სისხლძარღვები დაიწყებს გაფართოებას, იმიტომ რომ სხეულში კოფეინი უკვე აღარ არის, რომ სისხლძარღვები შეავიწროოს. გაფართოვდება თუ არა სისხლძარღვები, თავის ტვინს მიაწვება დიდი მოცულობით სისხლი და ეს უკვე გამოიწვევს პულსირებას, ანუ ფეთქვად თავის ტკივილს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ყავას არ დალევთ. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი დღე, სამი... მძიმე შემთხვევებში ერთი კვირაც კი.

ყავა

ასე რომ, ვინც ყავას ხშირად სვამს, მათში თავის ტკივილი მაშინვე დაიწყება, როგორც კი ისინი ყავას აღარ მიიღებენ," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/10/2026

გიორგი ღოღბერიძეექიმითავის ტკივილიყავა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024