Logo

ჯანმრთელობა

რატომ იღვიძებენ ქალები და კაცები ანესთეზიიდან განსხვავებულად?

რატომ იღვიძებენ ქალები და კაცები ანესთეზიიდან განსხვავებულად?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ანესთეზიიდან გამოღვიძება ყველა პაციენტისთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს. ყველა გამოცდილება განსხვავებულია.

ზოგს ცნობიერების სრულად აღსადგენად რამდენიმე წუთი, სხვებს კი გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ.

ამ განსხვავებაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. მათ შორის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოყენებული პრეპარატები და როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, შესაძლოა ბიოლოგიური სქესიც კი.

ანესთეზია

არსებული მონაცემებით, ქალებისა და კაცების ორგანიზმი ზოგიერთ საანესთეზიო პრეპარატზე განსხვავებულად რეაგირებს, რაც შეიძლება აისახოს როგორც გამოღვიძების სისწრაფეზე, ისე ოპერაციის შემდგომ სიმპტომებზე.
რა მექანიზმები დგას ამის უკან და რა როლი აქვს ჰორმონებსა და პრეპარატების მეტაბოლიზმს ანესთეზიიდან გამოსვლისას? გინეკოლოგი ეკა კვირკველია განმარტავს.

"ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ იღვიძებს ზოგი ადამიანი ანესთეზიიდან უფრო სწრაფად, ზოგი კი უფრო ნელა?

კვლევები მიუთითებს, რომ სქესს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ანესთეზიიდან გამოღვიძების პროცესზე.

ქალები ზოგიერთ კვლევაში უფრო სწრაფად აღადგენენ ცნობიერებას და რეაქციას, თუმცა ამავე დროს შეიძლება უფრო ხშირად ჰქონდეთ გულისრევა, ტკივილი და სხვა პოსტოპერაციული სიმპტომები.

რატომ? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შეიძლება იყოს სასქესო ჰორმონების გავლენა თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერულ სისტემებზე, მათ შორის GABA-ერგულ სისტემაზე, რომელიც ანესთეზიის დროს ცნობიერების დათრგუნვაში მონაწილეობს.

ანესთეზია

ასევე მნიშვნელოვანია ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური განსხვავებები როგორ ნაწილდება, მოქმედებს და გამოიყოფა პრეპარატი ქალისა და კაცის ორგანიზმში. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება: ამ განსხვავებების შესახებ არსებული მონაცემები არ ნიშნავს, რომ ყველა ანესთეზიური პრეპარატი ქალებსა და კაცებზე ერთნაირად განსხვავებულად მოქმედებს.

განსაკუთრებით კეტამინთან დაკავშირებული მტკიცებულება ჯერ კიდევ შეზღუდულია და უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ანესთეზია უბრალოდ „ტვინის გამორთვა“ არ არის. ის გავლენას ახდენს ცნობიერების, ძილისა და აღგზნების რთულ ნერვულ ქსელებზე და ამ პროცესში ბიოლოგიურმა სქესმაც შეიძლება თავისი როლი ითამაშოს.

ანესთეზია

სწორედ ამიტომ თანამედროვე ანესთეზიოლოგია სულ უფრო მეტად მიდის ინდივიდუალიზებული ანესთეზიის მიმართულებით - ერთი დოზა ყველასთვის იდეალური არ არის," - ამბობს ეკა კვირკველია.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026

ანესთეზიაგაღვიძებაეკა კვირკველიანარკოზი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024