Logo

საზოგადოება

"რატომ ითმენდით? მე ჩემი ყვირილით, თქვენი შვილები გადავარჩინე!" - ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

"რატომ ითმენდით? მე ჩემი ყვირილით, თქვენი შვილები გადავარჩინე!" - ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პროკურატურამ დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ.

პროკურატურის ცნობით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სხვადასხვა პირებზე ჯგუფურად ძალადობნენ და ამას ტელეფონით იღებდნენ.

"გარდაცვლილ გიგა ავალიანის დედის, ქალბატონ ეკას, თავდაუზოგავი ბრძოლა რომ არა, დღეს ვერავინ იტყოდა, სად იქნებოდნენ მკვლელები.

სიმართლის დასადგენად ყველა შესაძლო გზის არგამოყენების შემთხვევაში, ეს სასტიკი დანაშაული, რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, წლების შემდგომაც ჩვენთვის უცნობი ისტორია იქნებოდა.

და რამდენი ასეთი დანაშაული ხდება ყოველდღიურად?

რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს მსგავსი სისასტიკის ჩადენის სურვილი?

რატომ ბედავს ადამიანი დღისით, მზისით, ხალხმრავალ ადგილებში დანაშაულის ჩადენას?

პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ცალკეული პირები.

პრობლემა სისტემურია.

ეს არის დაუსჯელობის სინდრომი და ქვეყანაში გაბატონებული კრიმინალი.

დღეს უსაფრთხო აღარაფერია — მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება" - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანის დედა

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხუთ სხვა ეპიზოდში სდებს ბრალს.

გავრცელებულმა ვიდეოებმა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემენ თანატოლებს აღნიშნული პირები, საზოგადოება შოკში ჩააგდო.

ეკა კუპატაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის იმ ნაცემი ბიჭების მშობლებს მიმართავს, რატომ დუმდნენ აქამდე.

"შოკი მაქვს, ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას. რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში? სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე ვიცოდი, როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები გადავარჩინე.

რატომ ითმენდით?" - ამბობს თავის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გიგა ავალიანის დედა.

ავტორი: ზმნა

02/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024