Logo

ჯანმრთელობა

რატომ იცვლება სხეულის ზომები ასაკთან ერთად? - ნევროლოგი დავით ქურთუბაძის განმარტება

რატომ იცვლება  სხეულის ზომები ასაკთან ერთად?  - ნევროლოგი დავით ქურთუბაძის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად სიმაღლეში იკლებენ. ეს პროცესი ბევრისთვის შეუმჩნევლად იწყება, თუმცა წლების შემდეგ სხვაობა აშკარა ხდება.

რატომ „პატარავდებიან“ ადამიანები დროთა განმავლობაში და შეიძლება თუ არა ამ პროცესის შეჩერება?
ამ თემაზე სოფიო ისაკაძის პოდკასტში საინტერესო სამედიცინო განმარტება გააკეთა ნევროლოგმა და ვერტებროლოგმა, დავით ქურთუბაძემ.


"ოსტეოქონდროზი რა არის? - ეს დისკების პრობლემაა. ის ნელ-ნელა ჯდება.

ხერხემლის თითო დისკს, თითო მილიმეტრი რომ დააკლდეს, საბოლოოდ სანტიმეტრს მივიღებთ და დავპატარავდებით.

როგორ უნდა მივხედოთ ამას? დისკის კვება ხდება დიფუზიით. ეს სრულდება მისი რიტმული მოძრაობისას, ეგრეთ წოდებული პომპაჟისას, რაც ხდება სიარულის ან სხვა ფიზიკური აქტივობის დროს. მე თუ ლოგინზე ვიწექი სულ ან ვიჯექი, მსგავსი არაფერი მოხდება.

გარდა ამისა, იცოდეთ - თუ რაღაც ხდება და ნელ-ნელა ვიხრები, მოვიდრიკე და უკვე დავპატარავდი სიმაღლეში, ისევ შემიძლია ტანდეგობა გამოვასწორო. ისევ არის შანსი, მაგრამ ამისათვის უნდა ვიპოვოთ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ეს.

თუ მე ეს დამემართა, თავი წინ წამომივიდა, ეს მარტო იმის ბრალი არ არის, რომ კომპიუტერში ვარ ჩამძვრალი. ეს მოხდა კუნთების, ეგრეთ წოდებული „ზედა ჯვარედინი სინდრომის“ გამო. ეს კუნთების არასწორი მუშაობის შედეგია და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც ტვინს აიძულებს შექმნას ახალი სტერეოტიპი, რომ მე ასეთი ვიყო,“ - ამბობს ნევროლოგი.

ავტორი: ზმნა

04/30/2026