Logo

ჯანმრთელობა

"რატომ იწყებენ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას და როგორ დავეხმაროთ მათ ამ ჩვევის მოშორებაში?" - თამარ ობგაიძის რჩევები

"რატომ იწყებენ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას და როგორ დავეხმაროთ მათ ამ ჩვევის მოშორებაში?" - თამარ ობგაიძის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლები ხშირად ვაწყდებით ჩვევებს, რომლებიც გვაშფოთებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევა ფრჩხილების კვნეტაა - ჩვევა, რომელიც ხშირად არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, არამედ პატარას შინაგანი ემოციური მდგომარეობის გამოძახილია.
რატომ იწყებენ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას და როგორ დავეხმაროთ მათ ამ ბარიერის გადალახვაში დასჯისა და გაბრაზების გარეშე? - პედიატრი თამარ ობგაიძე გვირჩევს:

„ერთ-ერთი მავნე ჩვევა, რაც აქვთ ხოლმე ხშირად პატარებს და რაც ძალიან გვაწუხებს, ეს არის ფრჩხილების კვნეტა.

მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს.

  • მათ შორის ისეთი, როგორიც არის მაგალითად, არასწორად დაჭრილი ფრჩხილები. ამ დროს ბავშვს აღიზიანებს მოჭრილი ფრჩხილი და ცდილობს, რომ ის ამგვარად მოიცილოს.
  • მეორე ხშირი მიზეზი, ეს არის წამბაძველობა, როდესაც ბავშვი ცდილობს მაგალითად აიღოს და წაჰბაძოს თავის მეგობარს, რომელსაც ასევე აქვს ეს მავნე ჩვევა.
  • ძალიან ხშირად ეს არის გამოწვეული უბრალოდ შფოთვით, ემოციურობით და ბავშვი ხშირად ისე იკვნეტს ფრჩხილებს, რომ მას ამის შესახებ წარმოდგენაც არა აქვს იმ წუთში.

ფრჩხილების კვნეტა

რა საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს ფრჩხილების კვნეტას?

  • პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ინფექციების გაზრდილი რისკი, რაც ეხება როგორც დიარეით მიმდინარე დაავადებებს, ასევე პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებას, სტომატიტებს.
  • ასევე შეიძლება დაზიანდეს თავად ფრჩხილი და დაიწყოს მისი არასწორი ზრდა ან სულაც დაზიანდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილები და დაიწყოს მათი ანთება.
  • რაც მთავარია, ეს შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ჭიებით ინვაზიასთანაც.

ფრჩხილების კვნეტა

რა გავაკეთოთ?

  • პირველ რიგში, არ არის კარგი გამოსავალი ბავშვის დასჯა. უმჯობესია და ძალიან ბევრ ბავშვთან ძალიან კარგად მოქმედებს ახსნა იმისა, თუ რა შეიძლება მოიტანოს ფრჩხილის კვნეტამ.
  • ასევე შეგიძლიათ აუხსნათ პატარას და შესთავაზოთ, რომ მხოლოდ თქვენ ორს გქონდეთ რაიმე სასიგნალო ასეთი სიტყვა თუ ქმედება, რის საშუალებითაც თქვენ მას ანიშნებთ, რომ ის იმ წუთას იკვნეტს ფრჩხილს და საჭიროა, რომ შეწყვიტოს ეს ამბავი. ამისთვის გამოგადგებათ მაგალითად, რაიმე კოდური სიტყვა ან სულაც ნაზი შეხება ხელზე, რითაც ის მიხვდება, რომ ფრჩხილს იკვნეტს და საჭიროა, რომ შეწყვიტოს.
  • ასევე კარგად მოქმედებს ხელების დაკავება რაიმე შემოქმედებითი, სასიამოვნო საქმიანობით. მაგალითად: ძერწვა, ხატვა და ასე შემდეგ ან სულაც თამაში, სადაც მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე.
  • იმ შემთხვევაში კი თუ ეს არის გამოწვეული შფოთვით და თქვენ ვერ არეგულირებთ ამას, რასაკვირველია უმჯობესია, რომ მიაკითხოთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რატომ ხდება ეს და ასევე გასწავლით, თუ როგორ შეიძლება მოაცილოს ბავშვს ეს ჩვევა.

და რაც მთავარია, აუცილებლად წაახალისეთ პატარა, შეუქმენით მოტივაცია!“ - გვირჩევს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

04/26/2026

თამარ ობგაიძემავნე ჩვევაპედიატრიფრჩხილების კვნეტა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024