Logo

კულტურა

რატომ მიიჩნევდა, 31 დეკემბერს დაბადებული იპოლიტე ხვიჩია, 13-ს თავის ციფრად?

რატომ მიიჩნევდა, 31 დეკემბერს დაბადებული იპოლიტე ხვიჩია, 13-ს თავის ციფრად?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

31 დეკემბერი საქართველოს სახალხო არტისტის, გენიალური იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა. მსახიობი 115 წლის წინ, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ კონტუათში დაიბადა.

ნამდვილი გვარი ყვინჩია იყო.

ახალი წელი მოდის, თოვს და ყინვა ძვალრბილში ატანს. სანიმუშო გლეხკაცის ყვინჩიას მრავალრიცხოვანი ოჯახი თოფის სროლით, თითქოს ნაადრევად შეხვდა ახალ წელს - ბატონ ალექსანდრეს (იონა) და ქალბატონ პისტის მეექვსე შვილი (მეოთხე ვაჟიშვილი) შეეძინათ, რომელსაც რატომღაც მითიური სახელი, იპოლიტე, დაარქვეს...

დაიბადა 1910 წლის 31 დეკემბერს, გარდაიცვალა 1985 წლის 31 იანვარს, თბილისში.

"ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს მივიღე, 1960 წელს..."

"მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე..."

***

დღე უკანასკნელი

1985 წლის 31 იანვარი, თბილისი.

საბურთალოზე, ოთხსართულიანი სახლის მე-3 სართულზე ხალხმრავლობაა. "სასწრაფო დახმარების" მეორე ბრიგადაც მოვიდა. ორი პროფესორი, ოთხი ექიმი, ექთნები და სანიტრები თავს დასტრიალებენ პაციენტს. თავზარდაცემულები ძალას არ იშურებენ რომ როგორმე უშველონ... 

რაღა მათ ხელში უნდა დალიოს სული ამ ოქრო კაცმა?!

* * *

იპოლიტემ თვალი გაჭირვებით  მოავლო იქ მყოფთ და სიმწრით ჩაიღიმა

- გიჭირთ ხომ?... - მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ შალიკიასაც ძალიან უჭირდა მაშინ... - და მომაკვდავმა სვენებ-სვენებით დაიწყო:

- ადიდებულ რიონს შალიკია მოჰქონდა. ხიდზე გალაკუნა იდგა და მდინარის პირას მდგარ ივანიჩკას ჩასძახა... "რას მიშტერებიხარ ბიჭოოო... მოსდე ის კეტი და ამოსწიე... ეე, მაგერ ჯოხიო... ივანიჩკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია.... ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა... ხაპავს და ხაპავს შალიკია წყალს, გალაქტიონმა ხიდიდან დაუძახა... ბიჭო, ამოაყოფიე მაგი ტრაკი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო"...

იპოლიტემ ხელახლა მოავლო თვალი ყველას

- წასულია ჩემი საქმე, ხომ?!.. არ იკივლოთ და არ შეძრათ ქვეყანა!

იპოლიტეს ბაგეზე შეეყინა ბოლო სიტყვა...

ეს იყო 74 წელსა და ერთ თვეში გავლილი გზის უკანასკნელი მონაკვეთი, უკანასკნელი დღე.

"ზმნამ" ცოტა ხნის წინ, თავის მკითხველს ექსკლუზიური მასალა შესთავაზა. იპოლიტეს პირველი ცოლის, მსახიობ თამარა ჯობაძის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. "იმერულ ესკიზებში" შესრულებული ოლია მათხოვრის როლის გარდა, მართლა არაფერი იყო მასზე ცნობილი. მსახიობის დისშვილის მოცემული ინტერვიუდან კი, ბევრი რამ შევიტყვეთ. მათ შორის, იპოლიტეს ცხოვრების უცნობი პერიოდის შესახებ.

ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე გადასვლით...

Exclusive: "კართან ჩემოდანი დაახვედრა და გააგდო. ძალიან ინანებო, უთხრა იპოლიტემ..." - იპოლიტესა და თამარა ჯობაძის სიყვარულის უცნობი ისტორია

ავტორი: ზმნა

12/29/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024