ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ხშირად არა მხოლოდ დასვენებასთან, არამედ ჯანმრთელობის გარკვეულ გამოწვევებთანაც ასოცირდება.
წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ხშირდება ქვემო კიდურების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება, რაც ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დამატებით დისკომფორტს ქმნის.
რატომ მოქმედებს სიცხე უარყოფითად სისხლძარღვებზე, როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და რა პრევენციული ზომების მიღება შეგვიძლია ყოველდღიურობაში?
აღნიშნულ თემაზე მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებს ანგიოლოგი და სისხლძარღვთა ქირურგი გიორგი დეისაძე გვიზიარებს.
„ქვემო კიდურების შეშუპება ზაფხულის პერიოდში უფრო ხშირია. ამ დროს, სისხლძარღვთა ქირურგიაში იზრდება იმ
ადამიანების მომართვიანობა, ვისაც უკვე აქვთ ვენური უკმარისობა...
სიცხე ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაღალ ტემპერატურაზე სისხლძარღვები კიდევ უფრო ფართოვდება და სიმპტომები შემაწუხებელი ხდება.
მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ, ზაფხულის დადგომამდე, წელიწადში ერთხელ, სისხლძარღვთა ქირურგთან გაიარონ კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაინიშნოს ქვემო კიდურის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება.
რეკომენდაციის სახით შემიძლია გირჩიოთ, რომ ზაფხულში კარგია ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული... შეგიძლიათ დაკავდეთ ცურვით და მოერიდოთ მზის გულზე დიდხანს ყოფნას,“ - გვირჩევს გიორგი დეისაძე.
08/09/2026