ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო წლებში, სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ფიზიკური აქტივობა მხოლოდ სხეულის ფორმისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის პირდაპირ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზეც. განსაკუთრებით საინტერესოა იდეა, რომ ფეხების კუნთების ძალა, შესაძლოა მეხსიერებასთან და კოგნიტურ ფუნქციებთან იყოს დაკავშირებული.
ეს მოსაზრება მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, მას საფუძვლად უდევს რეალური კვლევა, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.
კვლევა, რომელიც ბრიტანეთში, ტყუპებზე ჩატარდა, 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ასობით მონაწილეს. მეცნიერებმა შეაფასეს მათი ფიზიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ფეხების კუნთოვანი ძალა და შემდეგ დააკვირდნენ, როგორ იცვლებოდა მათი ტვინის ფუნქციები დროთა განმავლობაში. შედეგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა: იმ ქალებს, რომლებსაც კვლევის დასაწყისში უფრო ძლიერი ფეხები ჰქონდათ, 10 წლის შემდეგ უკეთესი კოგნიტური მაჩვენებლები ჰქონდათ , მათ შორის მეხსიერების და აზროვნების ფუნქციები.
ნევროლოგი დინ შირზეი, რომელიც ტვინის ჯანმრთელობაზე ხშირად საუბრობს, აღნიშნავს: „ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით დიდი კუნთოვანი ჯგუფების ჩართვა, როგორიცაა ფეხები, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ზრდის ნეირონებს შორის კავშირებს და ხელს უწყობს ახალი ნერვული უჯრედების ფორმირებას.“
ნევროლოგის თქმით, მოძრაობა არ არის მხოლოდ ენერგიის დახარჯვა, ეს არის „სიგნალი“ ტვინისთვის, რომ ორგანიზმი აქტიურია და მან ფუნქციები უნდა შეინარჩუნოს.
ფეხების კუნთები სხეულის ყველაზე დიდი კუნთოვანი ჯგუფია. მათი აქტივაცია, იქნება ეს სიარული, კიბეზე ასვლა თუ ვარჯიში, იწვევს:
ზუსტად ამიტომ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფეხების აქტივობა შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ტრიგერი“ იყოს ტვინის ჯანმრთელობისთვის და ყველაზე მარტივმა აქტივობებმა, როგორებიცაა სიარული, მოძრაობა, კიბეზე ასვლა, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს მეხსიერებასა და აზროვნებაზე.
04/23/2026