Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ სვამენ იაპონელები 4 ჭიქა წყალს გაღვიძებისთანავე

რატომ სვამენ იაპონელები 4 ჭიქა წყალს გაღვიძებისთანავე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იაპონიაში პოპულარულია წყლის მიღება გაღვიძებისთანავე. წყლის უნიკალურობა დამტკიცებულია და ისიც ცნობილია, რომ ავადმყოფობების უმეტესობა, სწორედ წყლის ნაკლებობით არის გამოწვეული.

წყლის დეფიციტის შემთხვევაში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად კი ჩნდება სხვადასხვა დაავადება. 

მიჰყევით იაპონური წყლის თერაპიული კურსის ინსტრუქციას, რომელიც წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აძლიერებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს საერთო ჯანმრთელობას.

დილით, გაღვიძებისთანავე, დალიეთ 4 ჭიქა (160 მლ) ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი წყალი ნელ-ნელა, არა ერთბაშად.
შემდეგ გაიხეხეთ კბილები და 45 წუთის განმავლობაში არაფერი მიირთვათ.
შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ მიიღოთ, რაც გსურთ.
საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ დალიოთ წყალი, შემდეგ - შეგიძლიათ.
მოხუცები ან მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები, ვისაც 4 ჭიქა წყლის ერთბაშად დალევა არ შეუძლია, მცირე დოზებით სვამენ წყალს და ნელ-ნელა უმატებენ დადგენილ ნორმამდე.

წყალი

წყლით მკურნალობის ხანგრძლივობის რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადების დროს:

მაღალი წნევა – 30 დღე
გასტრიტი – 10 დღე
დიაბეტი – 30 დღე
დიარეა – 10 დღე
ართრიტი – თავდაპირველად 3 დღე, მომდევნო კვირიდან კი – ყოველდღე.

მკურნალობის ამ მეთოდს არ აქვს უკუჩვენება, ერთადერთი დისკომფორტი - გახშირებული შარდვაა.

უმჯობესი იქნება, წყლის რეგულარულ მიღებას ცხოვრების წესად თუ გაიხდით.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

ავტორი: ზმნა

02/25/2026