Logo

ჯანმრთელობა

რატომ უჭირთ დედებს შვილების "გაშვება"? - ფსიქოლოგი თაზო ტუღუში განმარტავს

რატომ უჭირთ დედებს შვილების "გაშვება"? - ფსიქოლოგი თაზო ტუღუში განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად მშობლის მხრიდან გამოვლენილი უსაზღვრო სიყვარული და თავდადება, შესაძლოა, სრულიად გაუცნობიერებლად, შვილის პიროვნული განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.

ფსიქოლოგიაში კარგადაა ცნობილი ფენომენი, როდესაც მშობელი, განსაკუთრებით კი დედა, რომელიც შვილს მარტო ზრდის, მთელ თავის ემოციურ რესურსს მხოლოდ მისკენ მიმართავს.

ერთი შეხედვით, ეს იდეალური მზრუნველობა, ხშირად „ემოციურ მახედ“ იქცევა ხოლმე.

როგორ ხდება, რომ საუკეთესო განზრახვით ნაკარნახევი ქმედებები შვილის დაზიანებას იწვევს? რატომ გვიჭირს შვილების გაშვება და როგორ ავირიდოთ თავიდან ზედმეტი მზრუნველობით მათი შესაძლებლობების შეზღუდვა? ფსიქოლოგმა თაზო ტუღუშმა ხათუნა მუზაშვილის პოდკასტში "აღზრდის სკოლა მშობლებისთვის" იმ არაცნობიერ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლებიც მშობელსა და შვილს შორის არსებულ ჯანსაღ საზღვრებს არღვევს.


"დედა, რომელმაც შვილი გაზარდა მამის გარეშე... მთელი მისი სექსუალური ენერგია მიდის შვილის აღზრდაში და რა თქმა უნდა, მერე ამ თავისი აღზრდილის გაშვება აღარ უნდა...

და მშობლები ვიწყებთ შვილის "დაინვალიდიზირებას" შემდეგი ნაბიჯებით - ყველაფერს ჩვენ ვუკეთებთ... არაცნობიერად, იმიტომ რომ თვითონ ვერ გახდეს შემძლე, რომ ჩემგან აღარ წავიდეს. ანუ ჩიტმა ბუდე არ მიატოვოს თუ რაღაც ასეთი...

ხშირ შემთხვევაში ეს გაუაზრებლად ხდება, თორემ არცერთი დედა არ ზის და არ ფიქრობს - "ჩემს შვილს ახლა როგორ გავუმწარო სიცოცხლე?" - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

04/10/2026