Logo

რატომ უხეშდება ხმა მწეველ ქალებში? - ექიმი ზაზა თელია განმარტავს

რატომ უხეშდება ხმა მწეველ ქალებში? - ექიმი ზაზა თელია განმარტავს

09/23/2026

ტექსტის ზომა

ხანგრძლივი მოწევა მხოლოდ ფილტვებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არ აისახება. თამბაქოს კვამლმა შესაძლოა ხმაც შესამჩნევად შეცვალოს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ცვლილება ქალებში. ხმა თანდათან დაბალი, ხრინწიანი და ბოხი ხდება, ზოგჯერ იმდენადაც კი, რომ ტელეფონით საუბრისას ქალი მამაკაცი ჰგონიათ.

რატომ ხდება ასე და რა ცვლილებებს იწვევს თამბაქოს კვამლი სახმო იოგებში? - ექიმი ალერგოლოგი ზაზა თელია განმარტავს.

მისი თქმით, მწეველ ქალებში ხმის დაბოხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.წ. რაინკეს შეშუპებაა.

"ცვლილების მთავარი პათოფიზიოლოგიური საფუძველი რაინკეს შეშუპებაა (Reinke's Edema). ​ ხმის დაბოხების მექანიზმი ეფუძნება ბგერის ფიზიკას (აკუსტიკას) და სახმო იოგების ჰისტოლოგიურ ცვლილებებს.

სახმო იოგის ეპითელიუმის ქვეშ მდებარეობს ფხვიერი შემაერთებელქსოვილოვანი შრე იგივე რაინკეს სივრცე. თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსინები და სითბური გაღიზიანება იწვევს ქრონიკულ ანთებას, სისხლძარღვთა განვლადობის მომატებას და ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

მწეველი

რაინკეს სივრცეში გროვდება ჟელატინისებური სითხე (გლიკოზამინოგლიკანები და ექსუდატი). ეს ზრდის სახმო იოგების საერთო მასასა და სისქეს.

აკუსტიკური ფიზიკის კანონებით, ვიბრირებადი სხეულის მასის მომატება ამცირებს მისი რხევის სიხშირეს ​ჯანმრთელი ზრდასრული ქალის ხმის ძირითადი სიხშირე არის 190–220 ჰერცი. ​რაინკეს შეშუპებისას მცირდება 110–130 ჰერცამდე, რაც მამაკაცის ნორმალური ხმის დიაპაზონს შეესაბამება.

ხმა


შეშუპებული და დამძიმებული სახმო იოგები ფონაციისას (ლაპარაკისას) ვეღარ მოძრაობენ სწრაფად და სინქრონულად, რასაც ემატება ქსოვილის ელასტიკურობის დაქვეითება. ​ქალებში ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რადგან ხმის ტემბრის ვარდნა მკვეთრად კონტრასტულია ქალური ხმის ფიზიოლოგიურ ნორმასთან," - წერს ზაზა თელია.


ექიმი აღწერს ე.წ. „ტელეფონის ფენომენსაც“, შემთხვევას, როდესაც ქალ პაციენტს ტელეფონით საუბრისას უცნობი ადამიანები მამაკაცად აღიქვამენ და „ბატონოთი“ მიმართავენ.


"პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტელეფონით საუბრისას უცნობი პირები მათ მამაკაცად აღიქვამენ ("დიახ, ბატონო").

ხმა ხდება დაბალი, ხრინწიანი, ბოხი და "გახეხილი". ​იზღუდება დინამიკური დიაპაზონი. ქალს ვეღარ ამოჰყავს მაღალი ბგერები და უჭირს ჩურჩული.

ხმა

​შესამჩნევია საუბრისას სწრაფი დაღლა, რადგან დამძიმებული იოგების შესარხევად ფილტვებიდან უფრო მაღალი სუბგლოტური წნევის გამოყოფაა საჭირო.

ხმა

ვიდეოლარინგოსკოპიით ჩანს ორმხრივი, ტომრისებრი, ნახევრად გამჭვირვალე შეშუპებული სახმო იოგები, რომლებიც ჰაერის ნაკადზე "ტალღასავით" ბრუნავენ," - განმარტავს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

იოგებიმწეველისიგარეტიქალიხმა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026