ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეცნიერულად დადასტურებულია,რომ ძილის რეჟიმის დაცვა ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია.
მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნეში გვიან დაძინება ერთგვარ ტრენდად ჩამოყალიბდა და როგორც სპეციალისტები ამბობენ სწორედ ამის შედეგია მომრავლებული ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესიები, პესიმიზმი, ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევა, მოდუნება, მადის დაქვეითება, სიმძიმე სხეულში, ფსიქიკური და ფიზიკური სისუსტე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძილის რეჟიმის დაცვა და რატომ უნდა დავიძინოთ მაინცდამაინც 22:00 საათზე? Zmna.ge-ს მკითხველს ნევროლოგი თამარ ჯიშკარიანი განუმარტავს.
თამარ ჯიშკარიანი:
„ძილში ხდება ყველა ის პროცესი, რაც ჩვენნი ჯანმრთელობის საწინდარია. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ხვდებოდნენ, რომ ძილი არის ოქროს ჯაჭვი ჩვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას შორის. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური განვითარების ხანაში, მნიშვნელოვანია, გავუძლოთ ცდუნებებს და ძილი მოვიწესრიგოთ.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველ საქმიანობა, რასაც დღის განმავლობაში ვეწევით, ყველა ინფორმაცია, რასაც ვიღებთ, ძილში გადამუშავდება და მისი ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლა ძილის გარეშე წარმოუდგენელია...
ძილში გამომუშავდება ისეთი ჰორმონები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდობას უწყობს ხელს.

ძირითადი ჰორმონი, რაც ჩვენი ძილის ცირკადულობას არეგულირებს არის ჰორმონი მელატონინი. ჩვენს ტვინში მელატონინს ეპიფიზი გამოიმუშავებს. მელატონინის გამომუშავება მხოლოდ ძილის პროცესში, მხოლოდ სიბნელეში და გარკვეულ საათებში ხდება.
მელატონინის გამომუშავება საღამოს 10 საათიდან იწყება, პიკს ღამის 2 საათისთვის აღწევს და დილის 6 საათამდე გრძელდება.
ამიტომ სასურველია ზრდასრულ ადამიანს 22:00 საათიდან დილის 6 საათამდე ეძინოს. მესმის, რომ ამ გრაფიკის დაცვა ძალიან რთულია, მაგრამ სასურველია.“
03/01/2026