Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა დავლიოთ ცხელი ჩაი პაპანაქება სიცხეში? - ექიმი გიორგი ღოღობერიძის რჩევები

რატომ უნდა დავლიოთ ცხელი ჩაი პაპანაქება სიცხეში? - ექიმი გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ზაფხულის ცხელ დღეებში, ადამიანების უმეტესობა ხსნას ყინულიან წყალსა და ცივ სასმელებში ეძებს, თუმცა ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც პაპანაქება სიცხეშიც კი ცხელ ჩაის ან ყავას მიირთმევენ.

ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ადამიანები ასეთი მეთოდით გაგრილებას ცდილობენ.

ჩაი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე დეტალურად განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ჩვენი სხეულის თერმორეგულაციის სისტემა და რატომ შეიძლება გახდეს ცხელი ჩაი ზაფხულში გაგრილების საუკეთესო საშუალება.
სხვათა შორის ექიმი იმის შესახებაც გვაფრთხილებს, რომ "ცხელი ჩაის მეთოდის" გამოყენება საქართველოს რამდენიმე ქალაქში შედეგს ვერ მოიტანს და ეს ამ ქალაქების კლიმატურ თავისებურებებზეა დამოკიდებული.

გიორგი ღოღობერიძე

"მინდა აგიხსნათ, როგორ შეუძლია ცხელ სასმელს, ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის გაგრილება.


როცა თქვენ იღებთ ცხელ სასმელს - ცხელ ჩაის ან ცხელ ყავას, ამას კუჭის თერმორეცეპტორები ბუნებრივია აფიქსირებს. ეს სიგნალი გადაეცემა ჰიპოთალამუსს (ანუ ჩვენი სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრს). იმისათვის, რომ სხეულის ტემპერატურა შეინარჩუნოს, ჰიპოთალამუსი ააქტიურებს ოფლის ჯირკვლებს და ჩვენ ვიწყებთ ოფლის გამოყოფას.

სწორედ აი ამ ოფლის გამოყოფის ხარჯზე, ორგანიზმი იწყებს სითბოს დაკარგვას და იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე ცხელი ჩაის სახით მიიღო, ამიტომ საბოლოო ჯამში სხეული გრილდება.

ჩაი

ეს მეთოდი დიდი ხანია ცნობილია. ამიტომაც არის, რომ ახლო აღმოსავლეთში პაპანაქება სიცხეში მიირთმევენ ჩაის გასაგრილებლად.

თუმცა საქართველოში არსებობს სამი ადგილი, სადაც ეს მეთოდი არ მუშაობს. ასეთი ადგილებია ბათუმი, ქობულეთი და ფოთი...

ჩაი

რატომ ამ სამ ქალაქში? იმიტომ, რომ აქ ტენიანობა ძალიან მაღალია. და რაც უნდა ძლიერ იოფლიანოთ, ტენი გარემოში იმდენად მაღალია,რომ სხეულის გაგრილება ვერ ხერხდება.

ამიტომ ამ სამ ქალაქის გარდა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გაგრილდეთ ცხელი ჩაის საშუალებით,"- ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

07/15/2026

გიორგი ღოღობერიძეპაპანაქება სიცხეჩაიცხელი სასმელები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024