Logo

რატომ უნდა ეძინოს ბავშვს 9-10 საათის განმავლობაში? - ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძის რჩევა მშობლებს

რატომ უნდა ეძინოს ბავშვს 9-10 საათის განმავლობაში? - ენდოკრინოლოგი ვაჟა ვაჭარაძის რჩევა მშობლებს

03/02/2026

ტექსტის ზომა

მოზარდის ზრდისა და განვითარებისთვის, ძილი აუცილებელია.

ბავშვების ძილის რეჟიმი უფროსების რეჟიმისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამას თავისი მიზეზები აქვს.

რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის მინიმუმ 9-10 საათი ძილი და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა? zmna.ge-ს კითხვებს ენდოკრინოლოგმა ვაჟა ვაჭარაძემ უპასუხა.

„ბავშვთა ასაკში ძილის ხანგრძლივობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

10 წლამდე ბავშვს მინიმუმ 9-10 საათი უნდა ეძინოს. 13 წლიდან ასაკის მოზარდს კი 7-9 საათამდე.

ძილი

ზრდის ჰორმონი, რომელიც მხოლოდ ძილის დროს გამომუშავდება, ბავშვის ძვლოვანი და ხრტილოვანი სისტემის გარდა, ორგანოების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

მნიშვნელოვანია ძილის ფაზების გათვალისწინებაც. ბავშვს ჰარმონიულად უნდა ეძინოს, რადგან ნელი ძილის ფაზაში ზრდის ჰორმონი გამომუშავდება, სწრაფი ძილის დროს კი კორტიზოლი, რაც სტრესთან გამკლავებაში ეხმარება და ტესტოსტერონი, რაც პუბერტატის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვაჟა ვაჭარაძემოზარდირჩევებიძილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026