Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა მიიღონ რძის პროდუქტები, განსაკუთრებით, ქალებმა

რატომ უნდა მიიღონ რძის პროდუქტები, განსაკუთრებით, ქალებმა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რძის პროდუქტებზე ზოგიერთი ადამიანი უარს ამბობს სხვადასხვა მიზეზის გამო: ლაქტოზის აუტანლობა, ალერგია, ეკოლოგიური მოსაზრებები... თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რძის პროდუქტების სრულმა გამორიცხვამ, შეიძლება ჯანმრთელობის გარკვეული საფრთხეები გამოიწვიოს.

რძის პროდუქტები კალციუმის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. ეს მინერალი ასევე მონაწილეობს კუნთების, ნერვული სისტემისა და გულის ნორმალურ მუშაობაში. კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, განსაკუთრებით ქალებში, და გაზარდოს ძვლების მოტეხილობის რისკი.

თუ რძის პროდუქტებს გამორიცხავთ, კალციუმის დეფიციტის ასანაზღაურებლად უნდა მიიღოთ კალციუმით გამდიდრებული მცენარეული ალტერნატივები (მაგალითად, ნუშის, სოიოს ან ქოქოსის რძე) და კალციუმის შემცველი პროდუქტები: მუქი მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, ნუში, ჩიას თესლი და ტოფუ.

ყველი, განსაკუთრებით კი, შემდეგი სახეობა: სულგუნი, მოცარელა, ფეტა და პარმეზანი B12-ს შეიცავს. ამ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, დაღლილობა, ნევროლოგიური დარღვევები და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.

რძის პროდუქტები

მაწონი, იოგურტი, აირანი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტები მდიდარია პრობიოტიკებით – სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც ნაწლავის ჯანმრთელობას უწყობენ ხელს. მათმა გამორიცხვამ შეიძლება მიკროფლორის ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს, რაც გავლენას მოახდენს საჭმლის მონელებასა და იმუნურ სისტემაზე. პრობიოტიკები ეხმარება ანთების შემცირებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და განწყობაზე ზემოქმედებასაც კი.

რძის პროდუქტები, განსაკუთრებით რძე და ყველი, D ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რომელიც აუცილებელია კალციუმის ათვისებისთვის და იმუნური სისტემის მხარდაჭერისთვის. ვიტამინი D გამომუშავდება კანის ქვეშ მზის სხივების ზემოქმედებით, მაგრამ ზამთარში მისი რაოდენობა შესაძლოა არასაკმარისი იყოს. D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დასუსტება, დაღლილობა და იმუნიტეტის დაქვეითება.

რძის პროდუქტები

ავტორი: ზმნა

05/07/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024