Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთი ჭიქა მოცვი? - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ

რატომ უნდა მიიღოთ ყოველდღე ერთი ჭიქა მოცვი? - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თანამედროვე ცხოვრების რიტმი, სტრესი და გარემო ფაქტორები ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს ჩვენს ორგანიზმს.

ჩვენს სხეულში მუდმივად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედებსა და დნმ-ს აზიანებენ. ეს პროცესი კი ნაადრევ დაბერებას, გონებრივი რესურსის დაქვეითებასა და ქრონიკული დაავადებების (მათ შორის, სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების) რისკს ზრდის.

თუმცა ბუნებას, ამ პრობლემასთან საბრძოლველად, მძლავრი იარაღი აქვს. პატარა, მაგრამ უნიკალური თვისებების მქონე კენკრა - მოცვი.

მოცვი

მისი დამახასიათებელი მუქი ლურჯი ფერი მხოლოდ ვიზუალური მხარე როდია. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტის, ანთოციანინის მაღალი შემცველობითაა განპირობებული.

კვლევები და სამედიცინო დაკვირვებები მოწმობს, რომ დღეში სულ რაღაც 50 გრამი (დაახლოებით ერთი ჭიქა) ნატურალური მოცვის მიღება საკმარისია, რათა ორგანიზმში მავნე პროცესები მნიშვნელოვნად შენელდეს.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ეხმარება მოცვი სისხლძარღვებს „ცუდი“ ქოლესტეროლისგან დაცვაში, ინფარქტისა და ინსულტის რისკის შემცირებაში, არტერიული წნევის დარეგულირებასა და II ტიპის დიაბეტის დროს ინსულინისადმი მგრძნობელობის გაუმჯობესებაში.

გიორგი ღოღობერიძე

„მოცვი არის ხილი, რომელიც ყველაზე ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მას ლურჯი ფერი აქვს და ეს ფერი დამსახურებაა ანტიოქსიდანტ ანთოციანინისა.

თუ თქვენ ყოველდღიურად გამოიყენებთ 50 გრამ მოცვს (ოღონდ ბუნებრივ მოცვს, სოფელში გამოყვანილს და არა დამუშავებულს პესტიციდებითა და სხვადასხვა შხამქიმიკატით), ამ შემთხვევაში სხეულს აქვს უზარმაზარი სარგებელი.

ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები. ეს რადიკალები მერე გვიზიანებენ დნმ-ს. დნმ-ის დაზიანებით, საბოლოო ჯამში, უჯრედები ბერდება, იზრდება რისკი სიმსივნეებისა, ასევე ქვეითდება გონებრივი რესურსი და ქოლესტეროლის გადამტანი მოლეკულა (LDL) როცა დაჟანგდება, დალაგდება სისხლძარღვებში და მერე ასაკთან ერთად იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს და ინსულტს.

მე რაც ჩამოვთვალე, აი ამ ყველაფერს ანელებს და ხელს უშლის სწორედ რომ მოცვში არსებული ანტიოქსიდანტები, მათ შორის ანთოციანინი.

მოცვი

ყოველდღიურად მიღებული 50 გრამი მოცვი (დაახლოებით ერთი ჭიქა), სხეულს ძალიან დიდ სარგებელს მისცემს ამ მხრივ. ასე 28%-ით ნელდება ქოლესტეროლის ჟანგვა, მისი გამტანი ნივთიერებისა - LDL-ისა, და შესაბამისად 28%-ით მცირდება, რისკი საბოლოო ჯამში მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება მოცვის ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში.

სხვათა შორის, მოცვს ასევე შეუძლია, რომ არტერიული წნევის კლებასაც შეუწყოს ხელი. რა თქმა უნდა, ის წნევის დამწევი საშუალება არ არის, მაგრამ დაახლოებით 4%-ით ამცირებს ხოლმე არტერიული წნევის მაჩვენებლებს.

მოცვი

და კიდევ, მართალია მოცვში არის ნახშირწყლები, მაგრამ მას შეუძლია, რომ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი და ამ ფონზე განუვითარდა ჭარბი წონა, ინსულინისადმი მგრძნობელობა გაზარდოს და გლიკემიური მაჩვენებლები უფრო გააუმჯობესოს, ვიდრე მანამდე იყო. ასე რომ, მოცვი ეს არის ხილი, რომელიც რეალურად ჩვენს სხეულში დაბერებას ებრძვის,“- განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/02/2026

ანტიოქსიდანტიგიორგი ღოღობერიძემოცვისასარგებლო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024