Logo

რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი?

რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი?

11/07/2025

ტექსტის ზომა

ჩიას თესლი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერ პროდუქტია. მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი სულაც არაა.

ჩია - Salvia hispanica - ეს არის ბალახოვანი მცენარე პიტნისებრთა ოჯახიდან.

იგი ძირითადად მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში იზრდება.

მცენარის ყველაზე ღირებული ნაწილი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ, მისი თესლია.

ეს პატარა, ოვალური, შავი, ან მუქი ყავისფერი მარცვლები, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

ჩია

ბოჭკოები – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავების სწორ მუშაობას.

ცილა – ენერგიის ზრდასა და კუნთების აღდგენას უწყობს ხელს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები – აძლიერებენ იმუნიტეტს და ანელებენ ასაკობრივ ცვლილებებს.

გარდა ამისა, ჩიას თესლი იწვევს გაძღომის შეგრძნებას. ის წყალს შთანთქავს და მოცულობაში იზრდება, რაც მადას ამცირებს და ადამიანებს წონის კონტროლში ეხმარება.

ჩია

ჩიას მიღების რამდენიმე წესი არსებობს. მას ჩვეულებრივ ამატებენ იოგურტში, სმუზიში, სალათაში ან უბრალოდ წყალში ალბობენ და ისე სვამენ. პოპულარულია ასევე ჩიას მიღება ბრინჯის, შვრიის ან ხორბლის ფაფასთან ერთად.

ექიმები და კვების ინსტრუქტორები მიიჩნევენ, რომ ჩიას თესლის მიღება, ჩვენ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

რეკომენდებული დღიური რაოდენობა საშუალოდ 20-30 გრამია, რაც დაახლოებით 1–2 სუფრის კოვზის ტოლია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

პროდუქტისასარგებლოჩიაჩიას თესლი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026