Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რატომ უნდა მივცეთ ბიჭებს ტირილის უფლება? - თინათინ გობაძე განმარტავს

რატომ უნდა მივცეთ ბიჭებს ტირილის უფლება? - თინათინ გობაძე განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი - „კაცები არ ტირიან“, ხშირად ადრეული ბავშვობიდანვე ყალიბდება. მშობლები ცდილობენ შვილები „სუპერგმირებად“ აღზარდონ, თუმცა ემოციების აკრძალვას, ხშირად საპირისპირო და საკმაოდ მტკივნეული შედეგი მოჰყვება.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ დათრგუნული სევდა თუ ტკივილი არსად ქრება. ის გროვდება და დროთა განმავლობაში აგრესიად ტრანსფორმირდება.


ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ემოციური თავისუფლება ბიჭებისთვის და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, გაიზარდონ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

თინათინ გობაძე

„ჩვენ ბავშვობიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ვუნერგავთ შვილებს, რომ ბიჭი უნდა იყოს მამაცი, ძლიერი, არ უნდა იტიროს, არ უნდა იყოს სუსტი.

ბიჭებს სუპერგმირებს ვადარებთ - „ნახე, შენ ხომ სუპერგმირი ხარ და არ იტირო“, „შენ ხომ ძალიან ძლიერი გმირი ხარ“...

და აი ასე აჩვევენ ამ ბავშვებს, რომ მამაკაცები არ ტირიან. მამაკაცი არ უნდა იყოს სუსტი.

ბიჭი

შემდგომ ეს რას იწვევს? - ამდენი დაგროვილი უარყოფითი ემოცია გადადის აგრესიაში.
როცა იზრდება ბიჭი, უკვე მამაკაცია, ზრდასრული ადამიანი და როცა აგრესიას გამოხატავს, სწორედ ის დაგროვილი და დათრგუნული უარყოფითი ემოციები იფრქვევა და გარდაიქმნება აგრესიად.

აგრესია

მე ვფიქრობ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უთხრან ბიჭებს - „შენ ბიჭი ხარ და არ იტირო“. პირიქით, ემოცია ეს არის ადამიანური და არა ქალური ან კაცური“,- ამბობს თინათინ გობაძე.

ავტორი: ზმნა

05/14/2026