სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინდოელი მკურნალი არუნ ხათრი იმ მეთოდს გვიზიარებს, რომლის საშუალებითაც საკვებში, კონკრეტულად კი ვაშლში პექტინის შემცველობის გაზრდაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ პექტინი დიეტური ბოჭკოა, რომელიც მცენარეებში, ძირითადად ვაშლის და ციტრუსის კანში გვხვდება და ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა.
"მოხარშული ვაშლი ერთ-ერთი სუპერ საჭმელია ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. რატომ მოხარშული? იმიტომ რომ მოხარშვისას პექტინი აქტიურდება. ეს კი სუპერ ნივთიერებაა ორივე შემთხვევაში - როცა ადამიანს კუჭში გასვლა უჭირს, ან როცა ხშირი კუჭის მოქმედება აწუხებს.
პექტინი,რომელიც ვაშლში მოხარშვის დროს აქტიურდება, ასევე საუკეთესოა ჩვენს ნაწლავში არსებული მიკრო თრომბების დალაგებისთვის. ის პრებიოტიკია და საუკეთესოა იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანს კუჭ-ნაწლავის ანთება აწუხებს.
პექტინი ჩვენი კარგი ბაქტერიებისთვის საკვებს წარმოადგენს და რაც მეტია მისი რაოდენობა, მით უფრო ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენს ნაწლავებში.

რაც შეეხება ბავშვთა კვებას, შეგახსენებთ, რომ მოხარშული ვაშლის გადამუშავება უფრო ადვილად ხდება და მისი გამოყენება საურველია იმ ბავშვებში, რომელსაც ყაბზობა აწუხებს.
მოხარშე ვაშლი, დააბლენდერე და აჭამე ბავშვს, მას არასოდეს ყაბზობა აღარ შეაწუხებს", - მიმართავს არუნ ხათრი მშობლებს.
12/22/2025