სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თევზი ძვირფასი საკვებია. ის შეიცავს კალციუმს, იოდს, ნატრიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, A, B1, D, E ვიტამინებს. რაც უფრო მეტ თევზს მიირთმევს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად ემუქრება მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბო.
თევზი ტვინის საკვებია. ზოლიანი ქორჭილა ნაწლავის ჩხირებსა და სტაფილოკოკებს ანადგურებს. ზღვის თევზი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებთათვის.

თევზში შედის ნივთიერებები, რომლებიც ამცირებს სისხლში ცხიმის შემცველობას, არეგულირებს წნევას, თავიდან გვაცილებს დიაბეტს, აყუჩებს თავისა და სახსრების ტკივილს. ზღვის ბინადართა ხორცი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ათხიერებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. თუ ყოველდღე მიირთმევთ 1 გრამ ომეგა-3-ს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს 40%-ით შეამცირებთ.
ცნობილია, რომ ესკიმოსებს, რომლებიც უმთავრესად ვეშაპისა და სელაპის ცხიმიანი ხორცით იკვებებიან, გული საერთოდ არ აწუხებთ. ადამიანები, რომლებიც თევზს ხშირად ჭამენ, გულის შეტევით 2,5-ჯერ უფრო იშვიათად იღუპებიან.
100 გრამ თევზში მხოლოდ 80 მგ ქოლესტერინია, მაშინ როდესაც ყველში ის 110 მილიგრამია, ძეხვში, ბიფშტექსსა და შემწვარ ღვიძლში კი 2000 მილიგრამი.

ექიმი-ნუტრიციოლოგი ჯაბა ტყემალაძე გვირჩევს:
"თევზი, მოხარშული თუ შემწვარი, ყოველთვის ადვილად ასათვისებელი ცილის წყაროა. რაც მისი დიდი უპირატესობაა, თუმცა ამ ხორცს აქვს ერთი მცირე ნაკლი. ის შეიცავს ალერგენებს და ზრდის კუჭის მჟავიანობას. ამის გამო სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები სწრაფად და უხვად იღებენ პროტეინს, რაც ასტიმულირებს მათ ზრდას.
შედეგად, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს რევმატიზმი, რომელიც იწვევს უეცარ, მრავალჯერად და განმეორებით შეტევების ტკივილს და სახსრების შეშუპების სახით, ასე ნეირონული და სხვა ქსოვილის ანთებას. ამიტომ თევზის ჯანსაღად შესარგებად მას უხდება ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები, როგორიცაა ტყემალი, ღვინო, ძმარი ან მჟავე ბაჟე. მოერიდეთ თევზის ჭამას ცუდ ამინდში, რადგან ასეთმა ამინდმა შეიძლება დამატებით შეაწუხოს თქვენი სახსრები.

თუ ადამიანს მუდმივად აწუხებს სახსრების ტკივილი, ან აქვს კუჭის მაღალი მჟავიანობა, ან ალერგოზი აწუხებს, თევზის ჭამა არ არის რეკომენდებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი კუჭის მჟავიანობის დონის დასადგენად არის ჰემოგლობინის გაგება სისხლის საერთო ანალიზში. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ჰემოგლობინის მაჩვენებელი დადგენილი ოპტიმალური დონიდან, კუჭის მჟავიანობა შესაბამისად მაღალია ხოლმე."

თევზით ვახშმობა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჯანსაღი კვებისთვის, რადგან ის მსუბუქია, ნოყიერი და მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით. თევზი, ხორცთან შედარებით, უფრო ადვილად მოსანელებელია, რაც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და არ ტვირთავს კუჭ-ნაწლავის სისტემას.
რეკომენდაცია: უპირატესობა მიანიჭეთ გამოცხობილ, ორთქლზე მომზადებულ ან გრილზე შემწვარ თევზს.
05/07/2026