Logo

ასტროლოგია

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად სამოსის გაჩუქებისგან ან სხვისი სამოსის ტარებისგან

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად  სამოსის გაჩუქებისგან ან სხვისი სამოსის ტარებისგან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ტანსაცმელი ადამიანის ენერგიას ინახავს. ის სხეულზე გვეხება და ჩვენგან ინფორმაციით იმუხტება, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყოთ. მათი გაუკონტროლებლად გასხვისებისგან თავი შეიკავეთ, - ამ რჩევებს ეზოთერიკოსი ლატავრა ათუნაშვილი გვაძლევს.

ეზოთერიკოსი ვიდეოში ამბობს, თუ როგორ შეიძლება სამოსის ენერგიისგან განმუხტვის მარტივი რიტუალის ჩატარება.

ლატავრა ათუნაშვილი: ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა ან მერე ავადობდა და სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მას ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვის ტანსაცმელს აცმევდნენ. რატომ? ბედნიერი ბავშვის ტანსაცმელს, ბედნიერი ენერგია ჰქონდა, ამით კი ავადმყოფს, საშუალება ეძლეოდა, გამოჯანმრთელებულიყო.

ლატავრა

როდესაც ტანსაცმელს ქუჩაში ვდებთ ან ვჩუქნით ვინმეს, მას მიაქვს ჩვენი ენერგია, ანუ იმ ადამიანებთან, ვინც სამოსს მომავალში ატარებს, ენერგეტიკულად კავშირში ვართ. სანამ ტანსაცმელს გადაყრით ან გააჩუქებთ, მანამ იმ სამოსიდან საკუთარი ენერგია უკან წამოიღეთ და შემდეგ გაეცით.

იცით, რომ ჯადო კეთდება ადამიანის ნივთებზე, მათ შორის, ტანსაცმელზე, რადგან ტანსაცმელი ფლობს ინფორმაციას.

ვიღაცას თუ უნდა თქვენი ხვავი, ბარაქა მოიპაროს, შეიძლება გაიძულოთ თქვენი ენერგიით გაჟღენთილი ტანსაცმელი მას აჩუქოთ.

თუ თქვენ ვინმე ძლიერი, მდიდარი ადამიანის ტანსაცმელი ჩაგივარდათ ხელში, გაქვთ შესაძლებლობა თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდეს. მაგრამ თუ თქვენ ჩაიცვამთ ისეთი ადამიანის ნაქონ სამოსს, რომელიც იყო ავად, იტანჯებოდა, იყო უბედური, ამ ინფორმაციას იცვამთ. როგორ ფიქრობთ, თავს კარგად იგრძნობთ?

გამოსავალი:

აუცილებელია, ტანსაცმლის ენერგეტიკულად გასუფთავება.

მკითხავთ, როგორ გავასუფთაოთ ტანსაცმელი ენერგეტიკულად?

პრაქტიკა: წარმოიდგინეთ იასამნისფერი ცეცხლი და მასში წარმოსახვით გაატარეთ კონკრეტული ტანსაცმელი. ეს სირთულეს არ წარმოადგენს.

ავტორი: ზმნა

02/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024