Logo

რატომ უწოდებენ იასამანს სააღდგომო მცენარეს

რატომ უწოდებენ იასამანს სააღდგომო მცენარეს

04/09/2026

ტექსტის ზომა

იასამანს სა­აღ­დგო­მო მცე­ნა­რე­საც უწო­დე­ბენ, რად­გან ის ყო­ველ­თვის სა­აღ­დგო­მოდ ყვა­ვი­ლობს. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს.

ამბობენ იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს,დამწუხრებულმა და ნამტირალევმა ღვთისმშობელმა მარტო გავლა გადაწყვიტა.

ერთ_ერთი მცენარის ძირში ჩამოჯდა და ჩაეძინა.

ეს ხე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა. უყვავილო და უნაყოფო ხეს ხალხიც არ აქცევდა დიდ ყურადღებას.

ხეს შეებრალა დედოფალი და გადაწყვიტა ღამის სიცივისგან თავისი ფოთლებით დაეფარა.

როცა ღვთისმშობელმა გამოიღვიძა, ხედავს, ფოთლებშია გახვეული.

გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა.

მიუახლოვდა და დალოცა:

- ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე.

შენი სახელი იქნება პასხალია ( პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად).

ამიტომ ითვლება იასამანი ანუ პასხალია აღდგომის სიმბოლოდ...

იასამანი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026