Logo

სასარგებლო რჩევები

რატომ ვართ დღის ბოლოს გამოფიტულები? — ალექსი გოგოლაძის რეცეპტი "აქ და ახლა" ცხოვრებისთვის

რატომ ვართ დღის ბოლოს გამოფიტულები? — ალექსი გოგოლაძის რეცეპტი "აქ და ახლა" ცხოვრებისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

შესაძლებელია თუ არა, ყოველ წამს სრულიად ახალი ადამიანი იყო და ცხოვრება წარსულის მძიმე ტვირთის გარეშე განიცადო? რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხშირად მხოლოდ ძველი სიტყვებითა და დაგროვილი ემოციებით შეფასებული ილუზიაა.

იმის შესახებ, თუ რატომ გვაცლის ძალას წარსულზე ჩაციკვლა და როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიცოცხლე აწმყოში, ცნობიერების მკვლევარი ალექსი გოგოლაძე საუბრობს.

"მე, ყოველ წამს ახალი "მე" ვარ, სრულად აწმყოში მყოფი ადამიანი... უბრალოდ მახსოვს, წარსული წამის "მე", და ხუთი წუთის და ერთი წლის წინანდელი... აბა, უკან არ მიიხედო და არ გაიხსენო, მაშინ ყოველთვის აქ იქნები.
უკან არ უნდა მიიხედო. აი, ეს არის ცხოვრება - აქ და ახლა ცხოვრება. აქ სულ სხვა ფერებია, სხვანაირად მკაფიოა... აქ სხვანაირად სუნთქავ, ცხოვრება აქ "ცხოვრდება" და სიცოცხლე აქ და ახლა განიცდება. არსად წარმოსახვებში. ყოველ ჯერზე, წარსულზე ფიქრით, მკვდარს აცოცხლებ, ენერგიას ხარჯავ. დღის ბოლოს რატომაა სხეული გამოფიტული? იმიტომ, რომ მკვდარი გიჭირავს მთელი დღე. არადა, აქ და ახლა რომ ხარ, ენერგიაც არის და თუ საქმეში ენერგიას ხარჯავ, ის საქმე სიამოვნებას უკან გიბრუნებს. აქ ვერასოდეს ვერ დაიღლები. ყოველ ახალ მოვლენას შეფასებას, უკვე არსებული სიტყვებით და უკვე დატვირთული ემოციებით უკეთებ, ანუ ყოველ ახალ მომენტს, ისევ აძველებ და იმიტომ ვართ სულ წარსულში, სულ ძველში... და იქიდან ვერ გამოვდივართ და ვერც გამოხვალ, იმიტომ, რომ ის ინსტრუმენტები, რითაც შენ ახალ მომენტს შეფასებას უკეთებ, ძველია და ყოველთვის დაგაძველებს და ყოველთვის იქნები იმავე წრეში.
ეძებე ყველაფერი აწმყოში - აქ და ახლა," - გვირჩევს ალექსი გოგოლაძე.

ავტორი: ზმნა

05/28/2026