Logo

რატომ ვდგავართ წირვის დროს ფეხზე? - კითხვას მამა გურამ ოთხოზორია პასუხობს

რატომ ვდგავართ წირვის დროს ფეხზე? - კითხვას მამა გურამ ოთხოზორია პასუხობს

05/29/2026

ტექსტის ზომა

კათოლიკური ღვთისმსახურების, მესას დროს, ტაძრებში მრევლი სკამებზე სხედან. რატომ ვდაგავრთ წირვის დროს ტაძარში ფეხზე მართლმადიდებლები - კითხვას პამვას პოდკასტში მამა გურამ ოთხოზორია პასუხობს.

მამა გურამ ოთხოზორია: - თეატრში დავჯდები, რესტორანში დავჯდები, ეს სხეულის კომფორტია. რომ დაჯდები, იქ მერე კიდევ რაღაც მოგინდება, ჩათვლემ, ფეხს ფეხზე გადაიდებ, ყავაც მოგინდება... ფეხზე რომ დგახარ, აქ, ეს შემართულობა, იმის მატერიალიზებაა, რაზეც უფალი გვეუბნება - იფხიზლეთ. სიფხიზლე, ორი საათი ან ცოტა მეტი ფეხზე დგომა, ლოცვისას შემართულობაა. ღმერთის წინაშე ფეხზე დგახარ, იღებ ამ ყველაფერს, მომზადებული ხარ, პასუხობ, სიფხიზლეში ხარ, სულით უფრო ფხიზლად ხარ; ეს უფრო შეესაბამება ჭეშმარიტებას.

ღმერთის წინაშე დგანან. ღმერთის წინაშე ვდგავარ და ვისმენ. ამგვარი ნიუანსებია და ახლოსაა ჭეშმარიტებასთან.

თუ ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ადამიანს შეუძლია იდგეს, უნდა იდგეს, თუ არა შეუძლია, ფეხი სტკივა, რაიმე აწუხებს და რაღაც დისკომფორტი აქვს, აუცილებლად უნდა დაჯდეს, სკამები ყველა ტაძარში არის. გაძლებაზე არ უნდა იყოს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026