ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
D ვიტამინის ნაკლებობა თითქმის უკვე ნორმად გვექცა. დადგენილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი, ჩვენს ქვეყანაში, მოზრდილთა 60%-ს და მოხუცების 80%-ს აქვს.
ეს არის ჩვენი იმუნიტეტისთვის და ძვლებისთვის ფასდაუდებლად საჭირო ვიტამინი.
D ვიტამინს ნელ-ნელა ენიჭება შესაბამისი როლი ზოგადად ადამიანის ფიზიოლოგიაში.
რა შეიძლება მოჰყვეს ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის ნაკლებობას და რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ, რათა შევივსოთ D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში.
D ვიტამინის ნაკლებებობა იწვევს...
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მზის ნათების დიდი რაოდენობა გვაქვს წელიწადში, ბოლო წლებში, ჩვენში, ამ ვიტამინის მზარდი დეფიციტი გამოვლინდა, ძირითადად, მზის დაბალი ზემოქმედების გამო. მზეს აღარ აქვს "ძველებური" სასარგებლოობა...

D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც ორგანიზმი თავად წარმოქმნის. ამისთვის კი აუცილებელია მზის ულტრაიისფერი B სხივები (UVB). სწორედ ამ გზით ივსება D ვიტამინის სადღეღამისო ნორმის 80-90%, დანარჩენ 10-20%-ს კი ორგანიზმი საკვებიდან იღებს.
D ვიტამინს შეიცავს თევზის ცხიმი, ცხოველის ღვიძლის ცხიმი, ცხიმიანი რძის ნაწარმი, კვერცხის გული, სოკო.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ დ ვიტამინის დეფიციტის უფრო დიდი რისკი, არიან ისეთები ვისაც ჭარბი წონა აქვს, თირკმლის უკმარისობა, ორსული ქალები. ხანდაზმული ადამიანები რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი კანი არ გამოიმუშავებს დ ვიტამინს მზის აბაზანების მიღებისას ისე ეფექტურად, როგორც ახალგაზრდობისას და მათ თირკმლებს ნაკლებად შეუძლიათ დ ვიტამინის აქტიურ ფორმაში გადაქცევა.
მუქი კანის მქონე ადამიანებს ნაკლებად შეუძლიათ დ ვიტამინის გამომუშავება, რადგან მათ კანში არსებული მელანინი კონკურენციას უწევს დ ვიტამინის წინამორბედს.
დ ვიტამინის მუდმივმა დეფიციტმა შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზისა და ძვლების მოტეხილობის რისკი. გარდა ამისა, ძვლის მეტაბოლიზმის რეგულატორის ფუნქციის მიღმა, მას აქვს ჰორმონალური ეფექტი.
D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები
დიდი ხნის განმავლობაში დ ვიტამინის ძალიან დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი და მოტეხილობები.
დ ვიტამინის სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებიც. მაგალითად, ბავშვებში - რაქიტი. რაქიტი იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ძვლების რბილობას და მოხრას. მოზრდილებში დ ვიტამინის მძიმე დეფიციტი იწვევს ოსტეომალაციას, რაც იწვევს ძვლების სისუსტეს, ძვლების ტკივილს და კუნთების სისუსტეს.
მკვლევარები სწავლობენ დ ვიტამინის შესაძლო კავშირს რამდენიმე სამედიცინო მდგომარეობასთან, მათ შორის დიაბეტთან, მაღალი არტერიულ წნევასთან, კიბოსთან და აუტოიმუნურ დაავადებებთან. მეტი კვლევაა საჭირო, სანამ ამ დაავადებებზე დ ვიტამინის ზემოქმედების გაგება შესაძლებელი გახდება.

D ვიტამინის ნაკლებობა ორსულებში
ქალებს, რომლებსაც აქვთ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორსულობის დროს, ჩვეულებრივ აქვთ ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა პრეეკლამფსია ან ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა, ასევე დაფიქსირდა, რომ მომავალ დედებს, რომლებსაც აქვთ დ ვიტამინის საკმარისი რაოდენობა, აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების ნაკლები რისკი. დ ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება არა მხოლოდ საფრთხე შეუქმნას ნაყოფის კუნთოვანი სისტემის სათანადო განვითარებას, არამედ ზრდის ზოგიერთი დაავადების რისკს, როგორიცაა რაქიტი, რომელიც ვითარდება ბავშვობაში. ორსულობის დროს მოხმარებული დ ვიტამინის კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისა და სწორი ზრდის გარანტირებისთვის.
დ ვიტამინის სარგებელი მხოლოდ გესტაციის პერიოდში არ ვლინდება. მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის ადეკვატური დონის შენარჩუნება ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით ორსულობის დროს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აუცილებელია, როგორც ორსულობამდე ასევე ორსულობის შემდეგ.
რას "გვიკეთებს" D ვიტამინი?
ეს ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. კალციუმი ძვლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ვიტამინი დ ასევე მთავარი როლს თამაშობს შენს ნერვულ, კუნთოვან და იმუნურ სისტემაში.
დ ვიტამინის მიღება შეგიძლია სამი გზით: კანით, დიეტით და დანამატებით. შენი სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს მას მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ. მაგრამ მზის ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაბერება და კანის კიბო, ამიტომ ბევრი ადამიანი ცდილობს დ ვიტამინის მიღებას სხვა წყაროდან. ასევე, რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით მეტად ნელდება ამ გზით D ვიტამინის ათვისების პროცესი. ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობას და ამ ვიტამინის მზისგან შეწოვის ფუნქციაც მნიშვნელოვნად მცირდება...
* მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში. მისი მთავარი მისია ძვლებში კალციუმის ბალანსის შენარჩუნება და ძვლების მინერალიზაციაა, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიჯანსაღისთვის. ასე რომ, ძვლებისთვის ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კალციუმი.

* დიდი როლი აკისრია ინფექციებთან ბრძოლაში. არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. მის გარეშე ზოგიერთი იმუნური უჯრედი, მაგალითად, თ უჯრედები, ვერ იფუნქციებს. D ვიტამინი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ერთი მხრივ, ხელს უწყობს გარკვეული იმუნური უჯრედების წარმოქმნას, მეორე მხრივ კი არეგულირებს გადაჭარბებულ იმუნურ რეაქციებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტოიმუნური დაავადებების, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს.
* ხელს უშლის კიბოსთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი უჯრედების უკონტროლო გამრავლებას, რაც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, ამიტომ შედეგიანია მისი ჩართვა ონკოლოგიური დაავადებების არა მხოლოდ პრევენციის, არამედ მკურნალობის პროცესშიც (განსაკუთრებით – პროსტატის, ძუძუსა და ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს).
* ხელს უწყობს კუნთების შენებას და გარკვეულ დონეზე იცავს ასაკობრივი განლევისგან.
* აუცილებელია ნერვული სისტემის სიჯანსაღისთვის, დიდ როლს ასრულებს ტვინისა და ნერვების ისეთ დაავადებათა პროფილაქტიკაში, როგორიცაა დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება, ინსულტიც კი. ვარაუდობენ, რომ ამცირებს ხანდაზმულებში წაქცევის რისკს.
დოზები
დ ვიტამინის ყოველდღიური საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია შენს ასაკზე. რეკომენდებული რაოდენობა, საერთაშორისო ერთეულებში (IU) არის:
როგორ მივიღოთ დ ვიტამინი?
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია დ ვიტამინით მოწამვლა, ის შეიძლება იყოს სერიოზული: არასოდეს მიიღო დ ვიტამინის მედიკამენტები დამოუკიდებლად და ყოველთვის მიმართე შენს ექიმს ან ფარმაცევტს.
05/01/2026