Logo

სასარგებლო რჩევები

„რატომ ვიღვიძებთ დაღლილები?“ - რას უკავშირებენ ენერგიის ნაკლებობას პარაფსიქოლოგები?

„რატომ ვიღვიძებთ დაღლილები?“ - რას უკავშირებენ ენერგიის ნაკლებობას პარაფსიქოლოგები?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა და მუდმივი გამოფიტულობის განცდა, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. სპეციალისტები ასეთ დროს, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას გვირჩევენ, რადგან მიზეზი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ვიტამინების დეფიციტი, ძილის პრობლემები, ქრონიკული სტრესი ან სხვა რომელიმე სამედიცინო ფაქტორი იყოს.

თუმცა, არსებობს საკითხის განსხვავებული ხედვაც. ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზოგჯერ ენერგიის ნაკლებობის მიზეზი მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაში არ უნდა ვეძებოთ.

ქეთევან ჯანდიერი

პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი ემოციური დატვირთვა, შინაგანი უკმაყოფილება, საკუთარი სურვილების უგულებელყოფა და მუდმივად სხვებისთვის ცხოვრების მცდელობა ადამიანს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ენერგეტიკულ დონეზეც ასუსტებს.

"თუ დილით იღვიძებ დაღლილი, ეს პოსტი შენთვისაა… საინტერესო დაკვირვებაა…

ბოლო წლებში ყველაზე ხშირად ერთი და იგივე ფრაზა მესმის: “არაფერი მტკივა, მაგრამ ენერგია აღარ მაქვს…“ ანალიზები ნორმაშია.. გული წესრიგშია.. ინსულინი და წნევა ნორმალურია, მაგრამ ადამიანი დილით უკვე დაღლილი იღვიძებს.

დაღლილობა

სამედიცინო თვალსაზრისით ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს:

  • D ვიტამინის ან B12-ის დეფიციტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
  • რკინის ნაკლებობა
  • ძილის ხარისხის პრობლემები
  • ქრონიკული სტრესი
  • ნერვული სისტემის გადაღლა

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფენა… ადამიანი შეიძლება ფიზიკურად კი არ იყოს დაღლილი, არამედ ემოციურად იყოს გამოფიტული...

როდესაც წლებია ყველას პრობლემას ატარებ, ყველას უსმენ, ყველას ეხმარები, ყველასთვის ძლიერი ხარ და საკუთარ თავს ვეღარ უსმენ… სხეული იწყებს ენერგიის დაზოგვას. თითქოს გეუბნება: “გაჩერდი! მე აღარ შემიძლია ამ ტემპით ცხოვრება.“

დაღლილობა

ყველაზე დიდი დაღლილობა ხშირად სამუშაოსგან კი არა, იმ ცხოვრებისგან მოდის, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავზე ძალით ირგებს.

თუ მუდმივად დაღლილი ხარ, ჯერ გამოიკვლიე ჯანმრთელობა. მაგრამ ამის შემდეგ საკუთარ თავსაც ჰკითხე: როდის ვიყავი ბოლოს ბედნიერი ისე, რომ ამის გამო დანაშაულის გრძნობა არ მქონდა?

ზოგჯერ ეს კითხვა უფრო მეტ პასუხს იძლევა, ვიდრე ბევრი ანალიზი," - გვირჩევს ქეთევან ჯანდიერი.

ავტორი: ზმნა

06/03/2026

დაღლილობაენერგიაუენერგიობაქეთევან ჯანდიერი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024