Logo

ეს გემრიელია

რატომაა სასარგებლო ძაძიკის სოუსი - ნატა გაგუას რეცეპტი

რატომაა სასარგებლო ძაძიკის სოუსი - ნატა გაგუას რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ცნობილი დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ამჯერად, სოციალურ ქსელში, ყურადღებას ამახვილებს ჯანსაღ სოუსზე. ის დაინტერესებულთ ძაძიკის რეცეპტს სთავაზობს.

ჯანსაღი დრესინგი

ნატა გაგუა: ყოველდღიურად ვაწყდები პარადოქსს: ადამიანები ზედმიწევნით არჩევენ სალათის ინგრედიენტებს - ყიდულობენ საუკეთესო მწვანილს, ბოსტნეულს, ხორცს - და შემდეგ ამ ყველაფერს ასხამენ მაღაზიაში ნაყიდ გაუგებარ სოუსს, რომელიც სავსეა რაფინირებული შაქრით, იაფი მცენარეული ზეთებით და კონსერვანტებით. ეს იგივეა, იყიდო უძვირესი სარბოლო მანქანა და ჩაასხა ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი.

დრესინგი არის მექანიზმი, რომელიც ან აქცევს თქვენს საკვებს „ცარიელ კალორიებად“, ან ხსნის მასში არსებული ნუტრიენტების სრულ პოტენციალს.

ჩემთვის სწორად მომზადებული დრესინგი არის „ფუნქციური საწვავი“. გაგიზიარებთ იმ რეცეპტებს, რომლებიც თქვენს გემოს რეცეპტორებს მუდმივად მიიზიდავს.

იოგურტი და მაწონი მაიონეზის ალტერნატივაა. ისინი დრესინგს სძენენ კრემოვან ტექსტურას, ამცირებენ კალორიებს და ამდიდრებენ მას პრობიოტიკებით.

ბერძნული „ძაძიკი“

  • რეცეპტი: 500 გრ ბერძნული იოგურტი (ან გაწურული მაწონი), 2 ცალი კიტრი, 2-3 კბილი ნიორი (გემოვნებით), 2 ს.კ ზეითუნის ზეთი, 1/2 ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ახალი კამა, მარილი.
  • მომზადება: კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან (ეს მნიშვნელოვანია!). შეურიეთ იოგურტს, დაჭყლეტილ ნიორს, ზეთს, ლიმონის წვენს და კამას.

ძაძიკი

  • რისთვისაა სასარგებლო: ეს არის სინბიოტიკური სოუსი. ბერძნული იოგურტი არის პრობიოტიკების (ცოცხალი ბაქტერიების) წყარო, რომლებიც სასარგებლოა ნაწლავური მიკროფლორისა და იმუნიტეტისთვის. კიტრი და ნიორი მოქმედებენ როგორც პრებიოტიკები (საკვები კარგი ბაქტერიებისთვის).
  • რას უხდება: იდეალურია ბოსტნეულისთვის, უხდება შემწვარ ხორცს (განსაკუთრებით ბატკანს და ქათამს), ფალაფელს.
  • შენიშვნა: კიტრის გაწურვა აუცილებელია. იოგურტი უნდა იყოს სქელი, რათა შეინარჩუნოს კრემოვანი ტექსტურა. შეინახეთ მაცივარში 3 დღე.

ავტორი: ზმნა

11/06/2025

დიეტოლოგიძაძიკიჯანსაღი დრესინგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024