ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ ნიკო გომელაურთან ურთიერთობა და მათი დიდი სიყვარული გაიხსენა.
„ყველა ლექსი, რაც 1997 წლამდე აქვს დაწერილი ნიკოს, მე მეძღვნება.
მე ნიკოს მაშინდელი დაწერილი ხელნაწერები მაქვს და მაქვს მისი პირველი ლექსი, რომელიც აკროსტიქია - ეკა ნიჟარაძე იწერება პირველი ასოებით.
მაშინ ტასოზე ვიყავი ორსულად, 1990 წელი იყო, გავცივდი და ავად გავხდი, საავადმყოფოში აღმოვჩნდი და იქ მომიტანა ეს ლექსი.
კიდევ ერთი ლექსია „რომ შევავლე კარგად თვალი თურმე ჩემი ცოლია.“ მახსოვს როგორ დაიწერა ეს ლექსი.
მოვდიოდი ინსტიტუტიდან შეფუთული და ნიკო ოპერის მხრიდან მოდიოდა.მიყურებდა, მეც ვუყურებდი და ვუღიმოდი და რომ მომიახლოვდა, მერე მიცნო... მაშინ დაწერა ეს ლექსი.
„აი, შორს მიდის ვიღაც ქალი,
ასეთი არ მყოლია!
რომ შევავლე კარგად თვალი,
თურმე ჩემი ცოლია."
გადაწყვეტილება დაშორების შესახებ მე მივიღე. 7 წელი ვიყავით ერთად და ბევრი რაღაც ისეთი დაგროვდა, რაზეც საუბარი ახლა არ მინდა... უბრალოდ ასე მოხდა - ისე გადავწყვიტე, როგორც გადავწყვიტე," - იხსენებს ეკა ნიჟარაძე.
02/23/2026