Logo

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს" - მეუღლე გიორგი კეკელიძეზე

"რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს" - მეუღლე გიორგი კეკელიძეზე

11/06/2025

ტექსტის ზომა

გიორგი კეკელიძემ რომ საკუთარ დაბადების დღეზე მარიამ სოსელიასთან ერთად გადაღებული ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა და დააწერა, რომ თანაც იქორწინა, აფეთქა იქაურობა. დღის თემად იქცა. ყველას გაუხარდა. მით უფრო, რომ გიორგის პრობლემატური პერიოდი გადავლილი ჰქონდა.

მერე კეკეც გაჩნდა მათ ცხოვრებაში. დღეს უკვე წიგნიც მიუძღვნა მამამ ქალიშვილს. მარიამმა კი "ზმნას" ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს.

"რეალურად შეყვარებულობიდან დაქორწინებამდე ძალიან მალე მივედით. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და მოვლენების სწრაფი განვითარებაც ამან გამოიწვია. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, არა რაიმე კონკრეტული ფაქტის შემდეგ.

გიორგი არავის ჰგავს და მასთან ურთიერთობაც ყოველ დღე განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ამაში მეც მომიწია ჩართვა.

იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე იქამდე წარმოვიდგენდი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. მე და გიორგის ბევრი განსხვავებული ინტერესი გვაქვს, თანაცხოვრებასაც ყოველთვის მოსდევს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დროთა განმავლობაში, ორივემ გავიცანით ერთმანეთი, თუ როგორები ვართ შინ, რა გვწყინს, რა გვიხარია…" - ამბობს "ზმნასთან" მარიამი.

ინტერვიუს სრულად წაიკითხეთ ამ ბმულზე...

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026