სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ექიმი მარინე ძაგნიძე მიიჩნევს, რომ ჯანსაღი კვებისა და ცხოვრებისა საშუალებით ისეთი უმძიმესი დაავადებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, როგორიც სიმსივნეა.
ამასთან დაკავშირებით ექიმი გამომწერებს, რამდენიმე რჩევას აძლევს.
„ პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რა არის მიტოქონდრია. მიტოქონდრია ეს არის ჩვენი უჯრედის გული,. ყველაფერი რაც უნდა მოხდეს ჩვენს ორგანიზმში, მიტოქონდრიაში წყდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მისი სიჯანსაღე.
1. პირველ რიგში საჭიროა ვიტამინიD-ს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება.

2. მეორე ნაბიჯი ეს არის ინტერვალური კვება. საურველია ინტერვალური კვება 18 საათიანი შუალედით, თუ 18 საათიანი შუალედის დაცვას ვერ შეძლებთ, მაშინ 16 საათიანი ან 14 საათიანი შუალედი მაინც დაიცავით.
კვების ამ მეთოდთან ერთად საჭიროა თვეში ორჯერ სრული შიმშილობა- მხოლოდ წყალზე ყოფნა.
3. მიიღეთ დიდი რაოდენობით ნიორი, ხახვი და მწვანე ბოსტნეული - მწვანილი, ისპანახი,ბროკოლი...
4.უნდა გადავიდეთ კარბოქსილების შეზღუდვის დიეტაზე. უნდა შევზღუდოთ ფქვილისა და შაქრის მიღება.

5.რკინა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სისხლის წარმოებისთვის,მაგრამ გაუკონტროლებლად რკინის დალევა არ შეიძლება. უნდა იცოდეთ, როგორი ანემია გაქვთ. თუ რკინადეფიციტური ანემია არ გაქვთ, რკინის მიღება არარის საჭირო.
რკინა არის ის რაც საშიშია, როცა ზედმეტი დოზით არის სისხლში. ამ დროს ზიანდება მიტოქონდრია.
6.კიდევ ერთი რჩევა - სახლში თუ გაქვთ რკინის, სქელი თუჯის ტაფები - გადაყარეთ...
იცოდეთ, რომ რკინა, რომელიც ტაფის გახურებისას გადადის საჭმელში და ხვდება ჩვენს სისხლში, ანადგურებს შლის და არღვევს ჩვენს მიტოქონდრიას.

7. და ბოლოს, ხანგრძლივი, რეგულარული და სისტემატური ვარჯიში,“- ამბობს ექიმი.
12/17/2025