Logo

რისგან მზადდება "კრაბის ჩხირები"?

რისგან მზადდება "კრაბის ჩხირები"?

10/06/2026

ტექსტის ზომა

კვების პროდუქტების ბაზარზე, ხშრად გვხვდება საკვები, რომლის სახელწოდება და რეალური შემადგენლობა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.

ასეთ პროდუქტებს შორისაა ჩენში საკმაოდ პოპულარული და ხშირად მოხმარებადი ინგრედიენტი კრაბის ჩხირები.

კრაბის ჩხირები

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება რეალურად ეს პროდუქტი და რატომ არ უნდა ვეძებოთ მასში ნამდვილი კრაბის ხორცი.

ირაკლი არაბული

„კრაბის ჩხირები ფართოდ გავრცელებულ და ბევრისთვის საყვარელ პროდუქტს წარმოადგენს, მაგრამ მის შემადგენლობაში საერთოდ არ არის კრაბის ხორცი.

მისი ძირითადი ინგრედიენტები არის ცურიმი, სახამებელი და სხვადასხვა თევზეულის ფარში და მათ შორის საერთოდ არ არის კრაბი.

კრაბის ჩხირები

ჩხირი შედგება სხვადასხვა თევზეულის ფარშისგან, კრაბის არომატიზატორისგან, გემოსა და არომატის გასაძლიერებლებისგან და სხვა საკვები დანამატებისგან. ხოლო წითელი ფერი საკვები საღებავის საშუალებით აქვს მიცემული,“ - განმარტავს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ირაკლი არაბულიკრაბის ჩხირებიპროდუქტისურსათი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026