Logo

ჯანმრთელობა

"რისთვის ვამზადებთ ბავშვებს,რისთვის ვხარჯავთ ფულს?"- თამარ გაგოშიძე ბავშვთა განათლებაზე

"რისთვის ვამზადებთ ბავშვებს,რისთვის ვხარჯავთ ფულს?"- თამარ გაგოშიძე ბავშვთა განათლებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს, როცა თანამედროვე სამყარო ადამიანს უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს, რთული ხდება ნებისმიერი კომუნიკაცია და განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვანი ურთიერთობა, როგორიც მშობლისა და შვილის დამოკიდებულებაა.

"მშობლობა ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე ოდესმე და მომავალში ის კიდევ უფრო გართულდება" - მიიჩნევს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელმაც თანამედროვე მშობლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.

„ დღეს მშობლობა არის გმირობა. და მე ასე მგონია,რომ კიდევ უფრო მეტი გმირობა იქნება მომავალში... იმიტომ, რომ გარემო ძალიან ცვალებადია და მომავალშიც, ძალიან ცვალებადი იქნება.

პროფესიის დაუფლება მთავარი აღარ იქნება. ჩემს პროფესიაზე არ ვლაპარაკობ. ფსიქოლოგია იქნება ერთ-ერთი ის პროფესია, რომელიც არ გადაშენდება იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემები გაჩნდება.

განათლება კომპეტენციებზე უნდა იყოს მიმართული. რომ ვამბობ წერა-კითხვა და ანგარიში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს-მეთქი, მქოლავენ.

წერა-კითხვა და ანგარიში რას ნიშნავს? სკოლადამთავრებულმა მარტივი პროცენტი გამოთვალოს. რთულ პროცენტზე არ ვლაპარაკობ...

ანუ ეს მაღალი დონის აკადემიური უნარებია. წაკითხულის გააზრება, კარგი წერა... ვინ ვიცით? ამ თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს. რისთვის ვამზადებთ ბავშვებს, რისთვის ვხარჯავთ ამდენ ფულს? კარგია, სწორია, რომ ეს გმირი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვის განათლებაში დიდი თანხა ჩადონ. სწორია... მაგრამ, რა განათლებაში? - ამაზე ლაპარაკი,“- თქვა ფსიქოლოგმა.

ავტორი: ზმნა

02/06/2026