
10/06/2026
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას მუდმივად აფრთხილებს იმ მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე, რაც ნარკოტიკებთან მიმართებაში შესაძლოა დადგეს. ამჯერად ექიმი ყურადღებას სასმელში ნარკოტიკული საშუალების ფარულად ჩაყრა-მიღებაზე ამახვილებს და ფეისბუქზე წერს:
ზურა სიხარულიძე: სასმელში ნარკოტიკული ნივთიერების ჩაყრა „ხუმრობა“ არ არის — ეს შეიძლება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იყოს.
წვეულებებზე სასმელში ფარულად GHB/GBL-ის დამატების შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია. ამ ნივთიერებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების სწრაფი დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება და კომა.
კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე მომხდარ შემთხვევაშიც ჯერ უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება აღმოჩნდა სასმელში. GHB-ზე საუბარი ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიაა.
GHB (გამა-ჰიდროქსიბუტირატი) და მისი წინამორბედი GBL მართლაც ფიქსირდება სასმელში ფარულად დამატების, ე.წ. Drink Spiking-ის შემთხვევებში, მათ შორის ღამის კლუბებსა და წვეულებებზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი შემთხვევა GHB-ს არ უკავშირდება — შეიძლება გამოყენებული იყოს ბენზოდიაზეპინები, საძილე საშუალებები ან სხვა:
თუ წვეულებაზე ადამიანს უეცრად ეწყება ძლიერი ძილიანობა, დაბნეულობა, წონასწორობის დაკარგვა ან კარგავს ცნობიერებას — ნუ ჩათვლით ამას უბრალოდ ალკოჰოლის შედეგად.
112 - დაუყოვნებლივ.
გააზიარე სტატია