Logo

ჯანმრთელობა

რითი უნდა ვივახშმოთ და რომელ საათზე უნდა ვიძინებდეთ - ლაშა უჩავა გვირჩევს

რითი უნდა ვივახშმოთ და რომელ საათზე უნდა ვიძინებდეთ - ლაშა უჩავა გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ვახშმის დრო - ეს თემა ყოველთვის საინტერესო და სადავოა: დაძინებამდე რამდენი საათით ადრე უნდა ვიკვებოთ? რატომ უნდა ვივახშმოთ საღამოს 6-7 საათზე და მერე აღარ. ადამიანი უნდა იძინებდეს 23 საათზე, ანუ 11 საათზე. მისი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ამ პერიოდის ძილი მისთვის მნიშვნელოვანია.

"ზმნას" მკითხველს ამ თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება.

ლაშა უჩავა: ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, 11 საათზე ძილი მოუხერხებელია. ასე ადრე თითქმის არავინ ვიძინებთ. არადა,11-დან ღამის 2 საათამდე ძილი მნიშვნელოვანია, რა დროსაც ხდება გარკვეული ჰორმონების და ნივთიერებების გამომუშავება. როცა ამ საათებში ვფხიზლობთ, ორგანიზმი ვერ ასწრებს რესტარტს, ანუ გადატვირთვას და შესაბამისად, დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებთ. ეს ნივთიერებები ვერ ასწრებენ თავისი საქმის შესრულებას.

ვინაიდან ღამის პირველ საათამდე არ გვძინავს, 6 საათზე ვერ ვივახშმებთ. შიმშილი ორგანიზმისთვის ბევრად მეტი სტრესია, ვიდრე ის, რომ საღამოს ცხრა საათზე მივირთვათ. აქ საუბარია იმაზე, რა ტიპის საკვები უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ.

- რითი უნდა ვივახშმოთ?

- უნდა ვივახმოთ მსუბუქად იმისთვის, რომ კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობა არ იყოს ძალიან აქტიური. ამ დროს მარტივად გადასამუშავებელია რძის პროდუქტები - კეფირი, მაწონი, იოგური და ბოსტნეული. ერთი შეიცავს ბიფიდო ბაქტერიას, მეორე - უჯრედისს. ორივე ეხმარება ჩვენს მიკროფლორას მოწესრიგებაში.

- უმი ბოსტნეული?

- ეს თვით დაკვირვების საშუალებით უნდა გადაწყდეს. უმი ბოსტნეული გარკვეულ ადამიანებში დისკომფორტს - შებერილობას და აირების დაგროვებას იწვევს, რაც აფერხებს ძილის პროცესს. ამ შემთხვევაში ბოსტნეული უნდა იყოს მოთუშული.

- ხილი?

- ხილის საღამოს და ღამით მიღება არაა რეკომენდებული, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით ნახშირწყლებს. შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში უწევს ორგანიზმს მუშაობა, რომ შაქარი გააუვნებელყოს. თუმცა კენკრის და ციტრუსის მიღება, საღამოს საათებში, შეგვიძლია.

ავტორი: ლილიანა ფალიანი

12/15/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024