Logo

რობერტ დე ნირო "სუხიშვილების" კონცერტს დაესწრო - ნახეთ, აღფრთოვანებული ვარსკვლავის ვიდეო

რობერტ დე ნირო "სუხიშვილების" კონცერტს დაესწრო - ნახეთ, აღფრთოვანებული ვარსკვლავის ვიდეო

01/18/2026

ტექსტის ზომა

ქართული ნაციონალური ბალეტი - "სუხიშვილები" ამერიკას სტუმრობს. ლეგენდარულმა ანსამბლმა კონცერტი 17 იანვარს, უძველესი ისტორიის მქონე "კარნეგი ჰოლში" გამართა. კონცერტის ორგანიზატორი Emolas Corporation გახლდათ.

ბუნებრივია, კონცერტს, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. მათ შორის იქ იმყოფებოდა ნინი შერმადინი, რომელიც წერს, რომ ემოციური შეძახილების გამო, მას ხმა წაერთვა და უნედნიერესია, რომ სწორედ ამ ლეგენდარული ანსამბლის ქვეყნის შვილია.

როგორც ნინი წერს, კონცერტს მსოფლიო ლეგენდა - 82 წლის რობერტ დე ნიროც დაესწრო და ის "სუხიშვილებით" აღფრთოვანებულია.

მომღერლის გადაღებული ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე...

"რა ბედნიერებაა ქართველად რომ დავიბადე! მადლობა ყოველ ჯერზე, რომ გვაამაყებთ საკუთარი წარმომავლობით! ანალოგი არ გყავთ, ლეგენდები ხართ და იქნებით მუდამ! მადლობა ნინო და ილიკო! მადლობა სიამაყის ცრემლებისთვის, მადლობა ყველა ემოციისთვის, მადლობა, რომ ჩვენი კულტურის უბადლო წარმომადგენლები და მემატიანეები ხართ!

სალომე, მადლობა. შენ შეძელი შეუძლებელი! ყოჩაღ, ჩემო გოგო! გილოცავ და მადლობა დაუვიწყარი წუთებისთვის, რაც ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს გვაჩუქე" - წერს ნინი შერმადინი ფეისბუქზე.

ნინი შერმადინი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026