Logo

"რობლოქსი ეს არ არის თამაში"- თამარ გაგოშიძე

"რობლოქსი ეს არ არის თამაში"- თამარ გაგოშიძე

06/25/2026

ტექსტის ზომა

ბავშვების უმრავლესობისთვის „რობლოქსი“ უბრალოდ თამაში არ არის, ეს მთელი ვირტუალური სამყაროა, სადაც ისინი საათებს ატარებენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა იმალება ამ გიგანტური ეკოსისტემის მიღმა. რატომ არ მიეკუთვნება ეს პლატფორმა ჩვეულებრივი თამაშების კატეგორიას, რა საფრთხეებს უქმნის ის პატარების ფსიქიკას და რატომ არის „ჩამთრევი“ არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც?

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობელს ასეთი სივრცის კონტროლი კარგად შეუძლია და მისი როლი ამ საკითხში შეუცვლელია.

"ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი. რობლოქსი ეს არ არის თამაში. რომ შეხვიდეთ, ნახავთ დიდიან-პატარიანად ამ პლატფორმაზე ზის.

რატომ? ეს არის დიდი ეკოსისტემა. წარმოიდგინეთ YouTube-ი, მასზე კიდევ უფრო დიდი და თან სულ თამაშები. ოღონდ, თვითონ რობლოქსი ამ თამაშს არ ქმნის. ეს არის პლატფორმა, სადაც შენ და ჩვენ ნებისმიერს შეგვიძლია შევიდეთ და შევქმნათ თამაში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ასეც ჰქვია - ჰქვია experiences (გამოცდილებები).

ახლა წარმოიდგინე, მთელი მსოფლიო თავისი კარგი, ცუდი და პათოლოგიური გამოცდილებებით არის ამ სივრცეში. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? რა თქმა უნდა, ამას ვერ აკრძალავ, მაგრამ მშობელს შეუძლია ძალიან კარგად ის გააკონტროლოს. ოღონდ თავის სახლში, ცხადია.

  1. ჯერ უნდა გამორთოთ ჩატი. იქ არის სპეციალური ვარიანტები, რომ Snapchat-ზე და არ გადავიდეს.
  2. მერე უნდა ჩართო ფილტრი: 13+ წლის კონტენტი რომ ამოიღო.

ამიტომ უნდა იცოდე მშობელმა, უნდა შეხვიდე შენც, ნახო... მაგრამ არის რისკი, რომ შენც დაინტერესდე და ჩაგითრიოს...და მინდა გითხრათ, რომ ჩამთრევი ნამდვილად არის, იმიტომ რომ იქ არის ისეთი რამეები, რაც შენს ფანტაზიაში, პათოლოგიურ ფანტაზიაშიც კი არ დაგესიზმრება," - ამბობს თამარ გაგოშიძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

თამარ გაგოშიძემშობლებიპლატფორმარობლოქსი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026