Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"Roblox-ი და ანიმეები არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვებისთვის"- ფსიქოლოგის გაფრთხილება მშობლებს

"Roblox-ი და ანიმეები არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვებისთვის"- ფსიქოლოგის გაფრთხილება მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვების ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობა მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. თამაშები, სოციალური პლატფორმები, ანიმეები და ონლაინკომუნიკაცია უკვე ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ სად გადის ზღვარი გართობასა და საფრთხეს, ინტერესსა და დამოკიდებულებას შორის?

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძის პოსტი, რომლითაც ის მოზარდების მშობლებს მიმართავს, საკმაოდ მკაცრი და კატეგორიულია.

ჩოგოვაძე განიხილავს Roblox-ისა და ანიმეების, ანუ იმ კონტენტის გავლენებს, რომელსაც ბევრი ბავშვი ყოველდღიურად მოიხმარს.

ფსიქოლოგი მშობლებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ შვილების ციფრულ ჩვევებს და დროულად დაფიქრდნენ, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს უკონტროლო ვირტუალური გარემო ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, ქცევასა და ყოველდღიურ ურთიერთობებზე.

"​ვიცი, ბევრი შემომესევა, მეტყვით, რომ ჩამორჩენილი ვარ ან რაღაცებს ვიგონებ, მაგრამ ჩუმად ყოფნა დანაშაულია!

პირდაპირ გეტყვით: Roblox-ი და ანიმეები არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვებისთვის, რომელსაც მშობლები საკუთარი ხელით ვუკანონებთ!

​რატომ ვამბობ ამას ასე კატეგორიულად?

ROBLOX – ეს არ არის უბრალოდ თამაში! ეს არის უკონტროლო სივრცე, სადაც თქვენი შვილი შეიძლება ნებისმიერ მანიპულატორს შეხვდეს. იქ ხდება ისეთი რამეები, რასაც ვერც კი წარმოიდგენთ! ბავშვები ხდებიან აგრესიულები, წყდებიან რეალობას და გადადიან ვირტუალურ სამყაროში, სადაც ფასეულობები საერთოდ არ არსებობს.

​ ანიმეები – ფერადი შეფუთვა საშინელი შინაარსით!

ნუ გგონიათ, რომ ეს უწყინარი მულტფილმებია. ბევრი მათგანი შეიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობას, დეპრესიულ მოტივებს და ისეთ კადრებს, რომლებიც ბავშვის ჩამოუყალიბებელ გონებას წამლავს. ჩვენი შვილები სხვანაირად იწყებენ აზროვნებას, უცხოვდებიან ჩვენგან და იძირებიან ამ გაუგებარ კულტურაში. ​

მშობლებო, დაფიქრდით!

ნუთუ ასე ადვილად ვთმობთ ჩვენს შვილებს? ნუთუ ერთი საათი სიმშვიდის გამო მზად ვართ, მათ მომავალზე უარი ვთქვათ? ​

მე პირადად ჩემს გარშემო ყველას ვუკრძალავ ამ საწამლავს! დამიჯერეთ, სჯობს ახლა იყოთ მკაცრი მშობელი, ვიდრე რამდენიმე წელიწადში ფსიქოლოგებთან ირბინოთ და ვერ გაიგოთ, სად დაუშვით შეცდომა. ​გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი! იქნებ ერთი ბავშვი მაინც გადავარჩინოთ ამ ჭაობს! " - წერს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

04/30/2026

ანიმეგიორგი ჩოგოვაძერობლოქსიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024