სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია, რომ კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის ბუნებრივი წყაროა, თუმცა ექიმები ამის შესახებ იშვიათად საუბრობენ.
ექიმი მარინე ძაგნიძე გამომწერებს იმ ხერხებს უზიარებს, რომელთა საშუალებითაც კვერცხის ნაჭუჭის მიღება და ორგანიზმში კალციუმის დონის ამაღლებაა შესაძლებელი.

“როდესაც კვერცხს მოხარშავთ, ნაჭუჭს ნუ გადაყრით. ეს ნაჭუჭი არის საუკეთესო კალციუმი თქვენი ორგანიზმისთვის. ოღონდ, სანამ კვერცხს მოხარშავთ, კარგად გარეცხეთ.
მერე, როცა მიირთმევთ მოხარშულ კვერცხს, ეს ნაჭუჭი შეაგროვეთ, კარგად გააშრეთ და ყავის საფქვავში დაფქვით. მიიღებთ ფხვნილს, რომელიც არის ნატურალური კალციუმი.
აფთიაქში რომ ყიდულობთ კალციუმს, ის არის ქიმიური და ხშირად თირკმელებში კენჭებს აჩენს. კვერცხის ნაჭუჭი კი არის ბუნებრივი, ორგანული კალციუმი.

დღეში ერთი ჩაის კოვზის მეოთხედი რომ მიიღოთ, თქვენი ძვლები და კბილები ძალიან მყარი და მტკიცე გახდება...
და კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ კვერცხთან დაკავშირებით. როდესაც კვერცხს ყიდულობთ, დააკვირდით – კვერცხი უნდა იყოს გლუვი და პრიალა.

თუ კვერცხი არის ხორკლიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქათამს, რომელმაც ეს კვერცხი დადო, აკლდა კალციუმი ან იყო დაავადებული. ამიტომ, ყოველთვის აირჩიეთ გლუვი, სუფთა და პრიალა კვერცხი,” - გვირჩევს ექიმი.
04/08/2026