Logo

ჯანმრთელობა

როდის არის საშიში ლიმფური კვანძების გადიდება? - პედიატრი განმარტავს

როდის არის საშიში ლიმფური კვანძების გადიდება? - პედიატრი განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლიმფური კვანძების გადიდება ბავშვებში, ის სიმპტომია, რომელიც ხშირად მშობლების შეშფოთებას იწვევს, თუმცა ეს შეშფოთება უმეტეს წილად უსაფუძვლოა.

თუ ლიმფადენოპათია ანუ ლიმფური კვანძების გადიდება, ზრდასრულებთან უმეტესად ინფექციურ ან სიმსივნურ პროცესზე მიანიშნებს, ბავშვებთან ეს სიმპტომი ყოველთვის პათოლოგიის მანიშნებელი არ არის.

რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი? ამ კითხვებზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პასუხობს.

„მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

„ექიმო, კისერზე ბურთულა აქვს… საშიში ხომ არ არის?“

ლიმფური კვანძები

რა არის ლიმფური კვანძი?

ლიმფური კვანძი არის იმუნური სისტემის "ფილტრი" ის ეხმარება ორგანიზმს: ინფექციებთან ბრძოლაში და ანთებითი პროცესის კონტროლში!

რატომ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები?

ყველაზე ხშირი მიზეზებია: ვირუსული ინფექციები,ტონზილიტი,ფარინგიტი,ადენოიდები,კარიესი და ღრძილების ანთება, ალერგიული რინიტი...

ამ მდგომარეობას ეწოდება რეაქტიული ლიმფადენოპათია და უმეტეს შემთხვევაში არ არის საშიში!

რა შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ ლიმფური კვანძის ზომა 1-1,5 სანტიმეტრამდეა, კვანძი მოძრავია, სხვა კვანძებთან და კანთან არ არის შეხორცებული, რბილი ან ელასტიურია, ინფექციის დროს ან შემდეგ ჩნდება, ზოგჯერ კვანძი ბოლომდე არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგ - ესეც ნორმის ვარიანტია!

ლიმფური კვანძები

როდის მივმართოთ ექიმს აუცილებლად?

  • ზომა მეტია 2 სმ-ზე;
  • ძალიან მყარია ან შეზრდილი სხვა კვანძებთან და კანთან;
  • სწრაფად იზრდება;
  • კანი ჰიპერემიულია;
  • ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა;
  • მატულობს ოფლიანობა;
  • აღენიშნება წონაში კლება;

ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები! უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დაკვირვება და ძირითადი მიზეზის მკურნალობა!

გახსოვდეთ, ლიმფური კვანძი ბავშვის იმუნური სისტემის აქტიური მუშაობის ნიშანია და არ მიუთითებს აუცილებელ საშიშროებაზე!

პანიკა არ არის საჭირო, მთავარია სწორი შეფასება,“- ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

03/15/2026

ბავშვებიინგა მამუჩიშვილილიმფური კვანძებიპედიატრი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024