სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როდის ხდება ბიჭი კაცი და არის თუ არა ამისთვის საკმარისი მხოლოდ ასაკი?
ფსიქოლოგიური სიმწიფე ყოველთვის დაბადების მოწმობაში ჩაწერილ ასაკს არ ემთხვევა. პასუხისმგებლობის აღება, ემოციების მართვა, დამოუკიდებლობა, საკუთარი შეცდომების დანახვა და ჯანსაღი ურთიერთობის შექმნის უნარი ის ნიშნებია, რომლებიც ადამიანის შინაგან ზრდაზე მეტყველებს.
ფსიქოლოგ გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, სწორედ დამოკიდებულებები, არჩევანი და ქცევა გვაჩვენებს განსხვავებას ჯერ კიდევ „ბიჭურ“ აზროვნებასა და ჩამოყალიბებული მამაკაცის პოზიციას შორის.
სპეციალისტი 12 ძირითად ნიშანს გამოყოფს, რომლებიც ამ განსხვავებას ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს.

1.ბიჭი ყველა ქალში ეძებს თავისი მოკლევადიანი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებელ საშუალებას;
ხოლო მამაკაცისთვის პრიორიტეტულია მყარი ოჯახის შექმნა.
2. ბიჭი პასუხისმგებლობას ხშირად არიდებს თავს ან სხვას აკისრებს;
კაცი აცნობიერებს თავისი ქმედებებისა და არჩევანის შედეგებს და თავად იღებს მათზე პასუხისმგებლობას.
3. ბიჭი ემოციებს მიჰყვება, ადვილად ფეთქდება ან იბუტება;
კაცი ფლობს საკუთარ ემოციებს, შეუძლია თვითკონტროლი და კონფლიქტების მშვიდად მოგვარება.

4. ბიჭი ცხოვრობს დღევანდელი დღითა და წუთიერი სიამოვნებებით;
კაცს აქვს გრძელვადიანი გეგმები, მიზნები და სტრატეგია მომავლისთვის.
5. ბიჭი ხშირად ფინანსურად ან ემოციურად დამოკიდებულია მშობლებზე თუ სხვებზე;
კაცი თვითმყოფადია და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.
6. ბიჭი პარტნიორში ეძებს გართობას ან „მეორე დედას“;
კაცი ეძებს თანასწორ პარტნიორს, რომელთანაც ოჯახის ან ჯანსაღი ურთიერთობის აგება შეუძლია.
7. ბიჭს უჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება და ამართლებს მათ;
კაცი აღიარებს შეცდომას, სწავლობს მასზე და ცდილობს გამოსწორებას.

8. ბიჭის ქცევას ხშირად განსაზღვრავს გარემოს გავლენა და მოდური ტრენდები;
კაცს აქვს ჩამოყალიბებული შინაგანი ღირებულებები, პრინციპები და სიტყვის ფასი.
9. ბიჭი კრიტიკას აღიქვამს როგორც პირად შეურაცხყოფას და თავდაცვაზე გადადის;
კაცი კრიტიკას უყურებს როგორც განვითარებისა და თვით სრულყოფის შესაძლებლობას.

10. ბიჭი უმეტესად საკუთარ სურვილებსა და კომფორტზეა ორიენტირებული;
კაცს აქვს უნარი იზრუნოს სხვებზე - ოჯახზე, პარტნიორსა თუ საზოგადოებაზე.
11. ბიჭს სჭირდება გარშემომყოფებისგან მუდმივი აღიარება, ქება და გარეგნული ეფექტები;
კაცს აქვს შინაგანი თვითპატივისცემა და არ სჭირდება საკუთარი ფასეულობის დამტკიცება.
12. ბიჭი ჯერ კიდევ ორგანიზმის ჩამოყალიბებისა და ჰორმონალური ცვლილებების პროცესშია;
კაცი ბიოლოგიურად და სექსუალურად სრულად ჩამოყალიბებული და მომწიფებულია.
08/30/2026