სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თქვენ რამდენი ხნის განმავლობაში ინახავთ გახსნილ რძის პროდუქტებს?
იცით, რომ გახსნის შემდეგ, პროდუქტის ვადა, მწარმოებლის მიერ მითითებული ვადისგან დამოუკიდებლად მცირდება?
რძის პროდუქტების ვადებთან დაკავშირებით რჩევებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვაძლევს.
ირაკლი არაბული:
„ქარხნულად წარმოების შემთხვევაში, რძის პროდუქტების ვადები ინდივიდუალურია. ის შესაძლოა 7 დღიდან 1 თვემდე გრძელდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვინ არის მისი მწარმოებელი და რა ინგრედიენტებია გამოყენებული.
მაგრამ ერთი, რაც აერთიანებს რძის პროდუქტებს, ეს არის მათი გახსნის შემდეგ შემცირებული ვადა, რომელიც მაქსიმუმ 72 საათი ანუ დაახლოებით 3 დღე შეიძლება იყოს.

ზოგჯერ მაწარმოებელს შესაძლოა შემცირებული ჰქონდეს პროდუქტის ვადა და ეს იყოს 48 ან 36 საათი.
ყოველ შემთხვევაში, 72 საათზე მეტი შენახვის ვადა არცერთი მწარმოებლის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტს არ აქვს.
ეს ეხება როგორც რძეს, ასევე მაწონს, არაჟანს და სხვა ტიპის რძის პროდუქტებს.

ეცადეთ, რომ 72 საათის შემდეგ გახსნილი პროდუქტი აღარ გამოიყენოთ, რადგან პოტენციურად არის საშიშროება, რომ პროდუქტმა დაიწყოს გაფუჭება და საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისათვის.“
01/12/2026