Logo

ყველაფერი ბავშვებზე

როდის შეიძლება ბავშვის ტირილის იგნორირება და როდის არა? - თამარ გაგოშიძის განმარტება

როდის შეიძლება ბავშვის ტირილის იგნორირება და როდის არა? - თამარ გაგოშიძის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ, რომელმაც სალომე კასრაძის პოდკასტში თანამედროვე მშობლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება იმ შემთხვევებზე გაამახვილა, როცა ბავშვის ტირილი მშობლის შეშფოთებას იწვევს და მას გარკვეულ დათმობებზე წასვლას აიძულებს.

„ჩვენ ვუწესებთ ბავშვს ჩარჩოს და ვეუბნებით: "კანფეტი გექნება ჭამის მერე." მშვიდად, ჩხუბის გარეშე ვეუბნებით. ბავშვი ტირის, რომ ახლა უნდა. ამ დროს მშობელს ტირილისა და წივილ-კივილის ატანა უჭირს, ჰგონია, რომ ბავშვს რაღაც დაემართება.

ინდივიდუალურად ყველა მშობელს ვეუბნები და ახლაც მინდა, ვთქვა - ბავშვი, რომელიც მოთხოვნის მიზნით ტირის, ტირის იმიტომ, რომ სხვა რესურსი არ გააჩნია და არც ემოციური რეგულაცია აქვს განვითარებული, რომ გაჩერდეს. მშობელს კიდევ ეშინია რომ ბავშვს ნერვული სისტემა გაუფუჭდება. ასე არ არის.

ბავშვი ტირის

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ბავშვი მოთხოვნის, მანიპულაციის მიზნით ტირის, ამით არც მას და არც მის ნერვიულ სისტემას არაფერი უფუჭდება.

თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტირილი არ უნდა უგულებელვყოთ. ჩვენ კი ამ დროს პირიქით ვიქცევით.

მაგალითად, საბავშვო ბაღში რომ ვტოვებთ ბავშვს და რომ ტირის, ყველა გვეუბნება და ჩვენც ვიჯერებთ, რომ არა უშავს, იტირებს და გადაუვლის...ასე არ არის.

ბავშვი ტირილი

ამ დროს ბავშვი ტირის იმიტომ, რომ სეპარაციის შფოთვა აქვს. ეს არის ეგზისტენციალური შფოთვა, რომლის უგულებელყოფა და უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება,“ - თქვა ნეიროფსიქოლოგმა.

ავტორი: ზმნა

02/08/2026