ასტროლოგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს ადამიანი უხსოვარი დროიდან აკვირდებოდა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩვენი წინაპრები ვარსკვლავების განლაგებას სწავლობდნენ და საკუთარ ცხოვრებას ციურ მნათობებს უკავშირებდნენ.
ალბათ ბებიებისგან გაგიგონიათ, რომ რაღაც საქმის გაკეთება, ან გადაწყვეტილების მიღება, სავსე მთვარეზე უმჯობესია. ზოგი საქმის დაწყება კი გარკვეულ დღეებსა და რიცხვებში არასასურველია.
განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მთვარისა და ვარსკვლავების განლაგებას თმის შეჭრის დროს, რადგან სჯეროდათ, რომ თმა ჩვენი ენერგეტიკის მატარებელია და მასზე ზემოქმედებას ჩვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
არიან ადამიანები, რომლებიც თმის შეჭრას დღესაც უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უდგებიან და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სპეციალისტების რჩევებს ითვალისწინებენ.

გაგაცნობთ,რომელი დღეებია საუკეთესო თმის შესაჭრელად უახლოეს პერიოდში, ან როდის გამოიწვევს თმის დამოკლება ფინანსურ წარუმატებლობას.
19-20 იანვარს (მთვარე ქალწულში) თმის შეჭრისთვის საუკეთესო დროა. ამ დროს სტილისტთან ვიზიტი იმის გარანტიაა, რომ თმა ფორმას დიდხანს შეინარჩუნებს და ნაკლებ მოვლას საჭიროებს.
თუ კარდინალური ცვლილებები გსურთ, თმის შეჭრისთვის საუკეთესო პერიოდი: 20–29 იანვარია.

თვის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა უმჯობესია საერთოდ არ ჩაერიოთ თმის საკითხებში. ასეთ დღეებში თავი შეიკავეთ თმის შეჭრისგან და თუნდაც ფენის გამოყენებისგან
კეთილსასურველი დღეები: 20, 21, 22, 23, 24, 25, 27, 28, 29 იანვარი არასასურველი დღეები : 3–12 იანვარი
15–17 იანვარი — იდეალურია თავის კანის მასაჟისთვის და პილინგისთვის (უმჯობესია უკვე გამოცდილი საშუალებებით).
18 იანვარი — ახალმთვარეობა: სჯობს თმას სრულად დაასვენოთ.
01/15/2026