ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ჩემი შვილი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, უნდა ვინერვიულო?“ - ეს კითხვა ალბათ მშობლების მიერ პედიატრისთვის დასმული ყველაზე ხშირი კითხვების რიცხვს მიეკუთვნება.
ექსპრესიული მეტყველების შეფერხება საკმაოდ კომპლექსური თემაა, თუმცა არსებობს კონკრეტული მარკერები, რომლებიც მიგვანიშნებენ, ვითარდება თუ არა პატარა თავისი ასაკის შესაბამისად.
იცოდით, რომ 15 თვის ასაკში ბავშვს, „დედას“ და „მამას“ გარდა კიდევ ერთი კონკრეტული სიტყვა მაინც უნდა ჰქონდეს არსენალში, ხოლო 2 წლის წლისთვის მისი ლექსიკონი 50-მდე სიტყვას უნდა მოიცავდეს?
პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები დეტალურად განმარტავენ, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ბავშვმა 12-დან 24 თვემდე და რა დროს ხდება აუცილებელი სპეციალისტის ჩართვა.

"როდის უნდა ვეჭვობდეთ მეტყველების შეფერხებას ბავშვებში? მეტყველების შეფერხება საკმაოდ ფართო ცნებაა და ინდივიდუალურია. აქედან გამომდინარე რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში მისი მოქცევა რთულია. თუმცა ჩვენ ვიცით კონკრეტული განგაშის ნიშნები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და რის შეფასების შემდგომაც შეიძლება გადაწყდეს ამ ბავშვთან არის თუ არა ექსპრესიული მეტყველების შეფერხება.
ახლა ჩამოგვითვლით და აგიხსნით, რა უნდა გააკეთოს თქვენმა ბავშვმა 12 თვიდან.
პირველ რიგში, 12 თვის ასაკში აუცილებელია ბავშვმა იცოდეს ორმარცვლიანი სიტყვები მშობლის დასაძახებლად, მაგალითად როგორიც არის: დადა, მამა, ბაბა და ასე შემდეგ.
15 თვის შემდეგ ბავშვი დედასა და მამას გარდა არ იძახის რამე ერთ კონკრეტულ სიტყვას, რომლითაც შეუძლია რამე მოითხოვოს ან რაღაცაზე გააკეთოს კომენტარი.

ხოლო უკვე 18 თვის ასაკში ბავშვმა უნდა შეძლოს ორმარცვლიანი სიტყვების გარდა კიდევ მინიმუმ სამი სიტყვის თქმა, რითაც შეძლებს რაიმეს მოთხოვნას ან რაიმეს დასახელებას.
ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს 50-სიტყვიანი ლექსიკონი და უნდა იყენებდეს მინიმუმ ორსიტყვიან კომბინაციებს.
დააკვირდით საკუთარ შვილებს და თუ ეს ნიშნები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ თქვენს პედიატრს," - გვირჩევენ პედიატრი ძმები.
06/18/2026