Logo

ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ ნარცისიზმი? - ნონა ხიდეშელი განმარტავს

როგორ ამოვიცნოთ ნარცისიზმი? - ნონა ხიდეშელი განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ეპითეტს "ნარცისი" ყოველდღიურ საუბარში ხშირად ვიყენებთ. ასე მოვიხსენიებთ საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულ, თვითკმაყოფილ ან ყურადღების მოყვარულ ადამიანებს. თუმცა ფსიქოლოგიაში ეს ცნება ბევრად უფრო რთულ და ღრმა შინაარსს ატარებს.

ხშირად ადამიანი, რომელიც გარედან ძალიან თავდაჯერებული, ძლიერი და საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული ჩანს, შინაგანად შეიძლება მუდმივი დადასტურების, აღიარებისა და შექების საჭიროებას განიცდიდეს. სწორედ ამიტომ, ნარცისული ქცევების ამოცნობა ყოველთვის მარტივი არ არის.ის შეიძლება თავდაჯერებულობის, წარმატებულობის ან განსაკუთრებულობის სურვილის უკანაც იმალებოდეს.

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ნარცისული თვისებები და როგორ ხსნის ამ მექანიზმს ფსიქოლოგია? ამ თემაზე ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი საუბრობს.

"ნარცისიზმი მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული არ არის. ფსიქოლოგიურად ის უფრო ღრმა მექანიზმია, სადაც ადამიანის გარეგნული თავდაჯერებულობის უკან ხშირად მყიფე თვითშეფასება და მუდმივი აღიარების მოთხოვნილება დგას.

ნარცისული ნიშნები შეიძლება იყოს:

  • მუდმივი მოთხოვნილება აღფრთოვანებაზე და შექებაზე.
  • საკუთარი განსაკუთრებულობის განცდა - „მე სხვებზე მეტი ვარ“.
  • კრიტიკის ძალიან მძიმედ გადატანა, მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა.
  • ემპათიის ნაკლებობა - სხვისი გრძნობების გაგების სირთულე.
  • ურთიერთობების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.
  • უფლებამოსილების განცდა - ფიქრი, რომ განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს.
  • შური სხვების მიმართ ან რწმენა, რომ სხვებს შურთ მისი.
  • იდეალიზაცია და გაუფასურება - თავიდან ადამიანს აღმერთებს, შემდეგ კი მკვეთრად აუფასურებს.

იუნგიანური პერსპექტივიდან ნარცისიზმი ხშირად ეგოს ინფლაციაა... როდესაც ადამიანი იმდენად იდენტიფიცირდება საკუთარ პერსონასთან (ნიღაბთან), რომ კავშირი ეკარგება ჩრდილთან და ნამდვილ შინაგან სამყაროსთან. ასეთ დროს იგი გარედან ძლიერად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად მუდმივად სჭირდება დადასტურება, რომ ღირებულია," - განმარტავს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

07/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024