Logo

სასარგებლო რჩევები

" სეზონური ალერგიის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია..." - რას გვირჩევს ბიძინა კულუმბეგოვი

" სეზონური ალერგიის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია..." - რას გვირჩევს ბიძინა კულუმბეგოვი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სეზონური ალერგია ბევრი ადამიანისთვის აქტუალური გამოწვევა ხდება.

ალერგიების გააქტიურება, ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, თებერვლის ბოლოდან იწყება, მაგრამ ახლა სპეციალისტები გამონაკლისზე საუბრობენ.

„მარტის პირველი პერიოდი ძალიან აცივდა, შესაბამისად, სეზონურმა ალერგიამ და ყვავილის მტვერმა ცოტა თავი "შეიკავა". თუმცა, 15 მარტის შემდგომ, პროცესი გამძაფრებულია, წინა წლებთან შედარებით ძალიან მოიმატა პაციენტების რაოდენობამ და სიმპტომების განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს,“ - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი განმარტავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ სეზონური ალერგია და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი სიმპტომების გართულება.

„აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხვირის სიმპტომატიკას. ეს არის სურდო და ცხვირის გაჭედვა. თუმცა, გაციებისგან განსხვავებით, სეზონური ალერგიის დროს, ხშირად ცხვირს თან ახლავს თვალის სიმპტომები, რაც გაციებისა და ვირუსებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი.

ალერგია

ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ სურდო, გაქვთ ცხვირი გაჭედილი, ამავე დროს, თვალებიც გექავებათ, ცრემლდენა გაქვთ, თვალები ჩაწითლებულია და ტემპერატურა არ გეზომებათ, მიიტანეთ ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს სეზონური ალერგია.

შეგახსენებთ, სეზონური ალერგიის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2-3 კვირით ადრე, სანამ სეზონური ალერგია დაიწყება, თქვენს პედიატრთან, ოჯახის ექიმთან ან ალერგოლოგთან შეთანხმებით, დაიწყოთ შესაბამისი ანტიჰისტამინური, ახალი თაობის, არასედაციური (ანუ რომელიც არ აძინებს) ანტიალერგიული წამლის მიღება.

ალერგია

თუ თქვენ ამ პრეპარატებს პრევენციულად გამოიყენებთ, სეზონური ალერგიის მიმდინარეობა ძალიან მსუბუქი იქნება.

ასევე შესაძლებელია „დამნაშავე ალერგენების“ დადგენა. ტესტები იძლევა ამის საშუალებას. სპეციალური კვლევის შემდგომ, სპეციალისტები, პაციენტებს ალერგენ-სპეციფიკურ იმუნოთერაპიას, ანუ „ალერგიაზე აცრას“მოვარგებთ ხოლმე, რომ შემდგომი ათეულობით წლების განმავლობაში ეს სიმპტომები შემსუბუქდეს ან მთლიანად გაქრეს.

ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ და თადარიგი ადრიანად დაიჭიროთ,“ - გვირჩევს ექიმი.

ავტორი: ზმნა

03/30/2026

ალერგიაბიძინა კულუმბეგოვირჩევებისეზონური ალერგია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024