Logo

ტაბლოიდი

როგორ ავირიდოთ ბოროტი თვალი - ნუცა შანშიაშვილი თავდაცვის ტექნიკას გვიზიარებს

როგორ ავირიდოთ ბოროტი თვალი - ნუცა შანშიაშვილი თავდაცვის ტექნიკას გვიზიარებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნუცა შანშიაშვილი ბოროტი თვალისგან და ენერგიისგან თავდაცვის ტექნიკას გვიზიარებს. ის მიიჩნევს, რომ ადამიანს იმხელა ენერგია აქვს, რომ ღმერთთან სინერგიის დამყარებით, მას ბოროტის ზეგავლენის არიდება თავისუფლად შეუძლია.

ნუცა შანშიაშვილი: არ გიფიქრიათ, რომ ჩვენი დაძაბულობა, შიში და პრესის რეჟიმში ყოფნა, რაღაც ძალებს აწყობთ? შენთვის რომ არ ეთქვათ, ბოროტი თვალის არსებობის შესახებ, შენით ხომ ვერ მოიფიქრებდი?

არ დაიჯერო, რომ შენ შეიძლება ვიღაცამ გაგთვალოს. თუ რაღაც ცუდი და არასწორი გემართება, შენი არასწორი ფიქრების შედეგია. არავის არ აქვს ძალა მოგერიოს. როცა რაღაც ცუდ მოსალოდნელს ხედავ, ან გრძნობ წინასწარ, წარმოიდგინე, რომ შენ თავზე, ზემოდან სინათლის სვეტი ეშვება, რომელიც მის ბადეში წრიულად გახვევს და შენ ეუბნები, უფალო, მადლობა, რომ მიცავ. იმ მომენტში უთხარი მადლობა. ამ ტექნიკით შენ, ავტომატურად, ცუდს უპირისპირებ დამცავ ფარს - არ მჯერა, რომ მაჯობებ ბოროტი ენერგიით, მე უკვე დაცული ვარ.

მეც ხშირად დამმართნია ისეთი რამ, რომ მერე სხვა გამიმტყუნებია, მისი ავი თვალისთვის დამიბრალებია. ერთ საღამოზე მივედი, ეფექტურად გამოვიყურებოდი და რომ გამოვედი, დავინახე ქალი იდგა შორს და იცით, როგორ გამიყარა თვალი თვალში და დამწყევლა?! დაცვა არ გამიკეთებია და სულ ახალი ტელეფონი, ხელში გადამისკდა. მანქანაში ჩავჯექი და აკუმულატორი აფეთქდა. მე რომ დაცვითი ტექნიკა გამეკეთებინა, მადლობა, ღმერთო, შენი სინათლის ენერგიით, რა დაცული ვარ-მეთქი, არაფერი დამემართებოდა. არ არის რთული, ტექნიკაა, თუმცა ვარჯიში სჭირდება.

ნუცა შანშიაშვილი

ავტორი: ზმნა

04/28/2026